გერმანიის პარლამენტის წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ერთი და იგივე სქესის ადამიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა - ანგელა მერკელმა ხმა წინააღმდეგ მისცა
30-06-2017, 08:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის პარლამენტის წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ერთი და იგივე სქესის ადამიანთა ქორწინებას დაუჭირა მხარი - რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ანგელა მერკელმა კენჭისყრის მიმართ მისი ოპოზიციური წინააღმდეგობა შეწყვიტა.

 


რეფორმა, ამჟამად სამოქალაქო გაერთიანებებს სრულ საქორწინო უფლებებს ანიჭებს და ნებას რთავს მათ აიყვანონ შვილები.

 

 

 

(პარლამენტის გარეთ შეკრებილები გადაწყვეტილებას ზეიმობდნენ) 

 


მერკელის პოლიტიკური ოპონენეტები მძლავრ უმრავლესობაში აღმოჩნდნენ. მაგრამ, როგორც BBC იტყობინება, კანცლერმა, რომელმაც თავისუფალი კენჭისყრის მიმართ თავისი დამოკიდებულების შესახებ მხოლოდ ორშაბათს მიანიშნა, ხმა წინააღმდეგ მისცა.

 

 

კანონპროექტს მხარი 393-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგ 226 წავიდა, ხოლო ოთხმა თავი შეიკავა.

 

 

 



(მწვანედ აღნიშნული ქვეყნებში ნებადართულია ერთი და იგივე სქესის ადამიანთა ქორწინება; ყვითლად აღნიშნულში სამოქალაქო აღიარება; მუქი ყვითელი - არ არის აღიარებული; ნარინჯისფერი - ჰომოსექსუალობა კანონით ისჯება; შავი - სიკვდილით დასჯა, წყარო დოიჩე ველე)

 

 


გერმანიის საკანონმდებლო კოდექსში ახლა ასეთი ჩანაწერი იქნება: „ქორწინება წარმოადგენს ორი ადამიანის, განსხვავებული ან ერთი და იგივე სქესის, ნებაყოფილობით კავშირს“, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო AFP-ი.

 


პარასკევს გამართული კენჭისყრის შემდეგ მერკელმა განაცხადა, რომ მისთვის ქორწინება მამაკაცსა და ქალს შორის კავშირია. მაგრამ მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული კანონის მიღება უფრო მეტ „სოციალურ ერთსულოვნებას და სიმშვიდეს“ მოიტანს.

 

 

 

კომენტარები: 1
#1   ცისკარა
      
რა გულისამრევია!!! :( გადაჯიშდა ხალხი. ეს არის ჰომოსექსუალისტთა მიერ თავსმოხვეული პოლიტიკა. ასეთი 5%-იც რომ იყოს ვინმე, უკვე ამომრჩეველთა მნიშვნელოვან კატეგორიას მიეკუთვნებიან და პოლიტიკური ძალები, ელექტორალური ხმების მოზიდვის მიზნით, უკვე ცდილობენ ანგარიში გაუწიონ. ეს მორალური სიბინძურეა და ამის დაკანონება (სახლში რა გინდა, ის უქნიათ!) არის დანაშაული ერის წინაშე და კარგად მოეხაზათ ბევრს, რომ საქართველოში ეს ვეღარ მოხდება, რადგან უკვე კონსტიტუციის ტექსტშია შეტანილი., რომელიც მალე ამოქმედდება.
30 ივნისი 2017 13:19
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი