ადიგენის გამგებელი: „თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებ, თუმცა ჯერ მოვლენებს არ გავასწრებ“
03-07-2017, 00:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე. იგი ამბობს, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მისი წარდგენის შემთხვევაში თანახმა იქნება ისევ გამგებლის პოსტზე იყაროს კენჭი და თუ მმართველი პარტია სხვა კანდიდატურის დასახელების გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ იგი თავის პროფესიულ საქმიანობას დაუბრუნდება.

 


„თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებ, თუმცა, ჯერ მოვლენებს არ გავასწრებ, ამას ჩემი პოლიტიკური ხელმძღვანელობა გადაწყვეტს. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ჩემი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ჩემთვის იქნება უნიკალური ის. წარდგენის შემთხვევაში ვიქნები თანახმა, ვიყარო კენჭი ისევ გამგებლის პოსტზე. თუ ჩემი წარდგენა აღარ მოხდება, მე მაქვს ჩემი პროფესია, იურისტი ვარ, ადვოკატი და განვაგრძობ ჩემს საქმიანობას.

 

 

„ჩვენი საქმიანობა იყო ნაყოფიერი და ძალიან ნაყოფიერი, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კმაყოფილები ვართ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ. გაგვაჩნია უკმაყოფილების გრძნობაც და ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი სამომავლო პერსპექტივაში იმიტომ, რომ ზოგადად, ხელმძღვანელი და მით უმეტეს, მუნიციპალიტეტის პირველი პირი არ უნდა იყოს ყველაფრით კმაყოფილი. მე ამას ზოგადად გეუბნებით და არა ტრაფარეტულად. მე ბუნებით ვარ ასეთი, ეს ჩემი ცხოვრების წესი და ტიპური მანერაა, რომ არასდროს არ ვარ კმაყოფილი ჩემით, სულ ახლის ძიებაში ვარ“, უთხრა Guardian.ge-ს ენდელაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი