ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე: „ჩემთვის ყველაზე დიდი გამარჯვება ის არის, რომ ხალხი მიდგას მხარში“
07-07-2017, 02:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ზედგინიძე ქალაქის მოსახლეობას და ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ უცხადებს მადლობას იმ ნდობისა და მხარდაჭერისათვის, რაც მათ მის მიმართ გამოხატეს და ამბობს, რომ მისთვის ყველაზე დიდი გამარჯვება ხალხის თანადგომაა.

 

 

„მე ჩემს ასაკში ქალაქმა რომ დამდო პატივი და მოსახლეობამ ამირჩია, ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება ჩემი. მით უმეტეს, არავითარი ‘ჩაწყობა-მოწყობა’ არ მქონია. მითხრეს, უნდა წახვიდე, წამოაყენეს მერად ჩემი კანდიდატურა. მე პენსიონერი ვიყავი, ვარ შსს-ს თადარიგის პოლკოვნიკი, 36 წელი მაქვს ნამუშევარი ორგანოებში, მაქვს წარმატებები, ბევრი მადლობაც მაქვს გამოცხადებული, ჯილდოებიც მაქვს მიღებული. მაქვს ჩემი კლინიკა, სადაც ვმუშაობდი, უნივერსიტეეტში ლექციებსაც ვკითხულობ, მაგრამ როცა დასჭირდა საქმეს, გავბედე და წავედი, ავიღე ტვირთი“, უთხრა Guardian.ge-ს ვლადიმერ ზედგინიძემ და აღნიშნა, რომ 2016 წლის რიგგარეშე არჩევნების შემდეგ მერის თანამდებობაზე უფლებამოსილების შედგომიდან დღემდე მისი დაპირებების უდიდესი ნაწილი შეასრულა და ვადის ამოწურვამდე მაქსიმალურად ეცდება დარჩენილი პრობლემების მოგვარებას.

 

 

Guardian.ge-ს კითხვაზე, თუ სად განაგრძობს საქმიანობას მომავალში, ახალციხის მერმა ასე უპასუხა:

 

 

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა კმაყოფილი არასდროს არ მეყოლება, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება არის ის, რომ ხალხი მხარში მიდგას. მეორე ტურში გავიმარჯვე, ამირჩია მოსახლეობამ, დამდო პატივი. ცხრა თვეში რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო, მე ამას მაინც გავაკეთებდი, როგორი ხელისშეშლაც არ უნდა ყოფილიყო. მე ვთვლი, რომ მე გავიმარჯვე, გავიმარჯვე ჩემს თავზე. თუ მოსახლეობას ექნება სურვილი, კიდევ შემწევს ძალა საქმის კეთების, თუ არადა, წავალ ჩემთვის წყნარად და განვაგრძობ იმავე საქმიანობას, რასაც 2005 წლის შემდგომ, მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღებამდე ვეწეოდი“.

 

კომენტარები: 3
#3   მანანა
      
ღირსეული და საამაყო მერი ბრძანდება ბატონი ვოვა!!! სასიხარულო იქნება თუ იგი მომავალში იქნება ისეთ პოსტზე, რომლიდანაც შეძლებს ისეთივე ღირებული გააკეთოს მოსახლეობისათვის მომავალშიც, როგორსაც აქამდე აკეთებდა!!!
6 სექტემბერი 2017 01:35
#2   nastinka
      
ბატონი ვოვა არის ის გამორჩეული და ღირსეული პიროვნება რომლებიც დღეს ძალიან ცოტანი არიან... მითუმეტეს პოლიტიკურ ასპარეზზე, სიკეთით სითბოთი და სამართლიანობით სავსე,საუკეთესო ოჯახით...
7 ივლისი 2017 10:47
#1  ლია
      
არსადაც არ უნდა წახვიდეთ ბატონო ვლადიმერ. კენჭი უნდა იყაროთ ახალციხის გამგებლის პოსტზე. მოსახლეობა გვერდში დაგიდგებით. თქვენ ბევრი რამ გააკეთეთ ამ მოკლე პერიოდში ქალაქისთვის.
7 ივლისი 2017 05:06
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი