სტიქიას სამეგრელოში მსხვერპლი მოჰყვა - ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა ხობში, მარტვილში, ზუგდიდსა და ფოთში
08-07-2017, 00:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გადაუღებელმა წვიმებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი დააზარალა. სტიქიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ საელიაოში 65 წლის მამამკაცი იმსხვერპლა. მას მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე მსხვილფეხა პირუტყვი გადაჰყავდა, როცა იგი ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა მამაკაცის ცხედარი მალევე იპოვა.

 


სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა ხობში, ზუგდიდსა და ფოთში. ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა სოფელ ცაცხვში, ხეთასა და ჭალადიდში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და სავარგულები დატბორა, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა.

 

 

 

კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა ზუგდიდი-ხობის ცენტრალური გზა, რამდენიმე ადგილას ნაშალი მასალით, ქვებითა და ხეებით ჩახერგა, რის გამოც ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებული იყო. ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა ფოთშიც.

 

 

 


სტიქიის ზონაში იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია. რომელიც ჩახერგილი გზების გაწმენდით სამუშაოებს პირადად ხელმძღვანელობდა. მძიმე ტექნიკის საშუალებით გზების გაწმენდა მალევე მოხერხდა, არსებულ პრობლემურ მონაკვეთებზე მოძრაობა ამჟამად შეუფერხებლად მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ, ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, ასევე ზუგდიდის და ხობის გამგებლები.

 

 

 


შსს-ს სამაშველო ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ ~ წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს და ადგილობრივებს საყოფაცხოვრებო ნივთების უსაფრთხო ადგილზე გადატანაში ეხმარებიან. გზებზე არსებული ვითარების გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს საპატრულო პოლიცია.

 


შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სამეგრეო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული თავად ხელმძღვანელობს. შტაბები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტბშიც.

 

 

 


სტიქიისგან მიყენებულ ზარალს მუნიციპალიტეტებში ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისიები შეისწავლან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი