კიბოს დიაგნოზი „უფრო ხშირია, ვიდრე ქორწინება“ – 5 წელიწადში 18%-ით არის გაზრდილი იმ პაციენტთა რაოდენობა, რომელთაც შოტლანდიაში კიბო დაუდგინდათ
10-07-2017, 03:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კიბოს დიაგნოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცხოვრების შემცვლელი მოვლენაა შოტლანდიელთა ცხოვრებაში და მისი შემთხვევები უფრო მეტია ქორწინებებისა თუ პირველი ბავშვის გაჩენის სტატისტიკასთან შედარებით, როგორც ამას უახლესი კვლევა აჩვენებს.

 


„მაკმილანის კიბოს მხარდამჭერი ცენტრის“ განცხადებით, 2015 წელს კიბოს დიაგნოზი 31,467 პაციენტს დაუდგინდა, მაშინ როცა ქორწინების რაოდენობა 29,691-ს, ხოლო პირველი ბავშვის შობადობის რიცხვი 23,695-ს შეადგენს.

 


კიბო ასევე დასახელდა დაავადებად, რომლისაც შოტლანდიაში ყველაზე მეტად ეშინიათ და მისდამი შიში ალცჰეიმერის დაავადებაზე წინ დგას.

 


როგორც BBC იუწყება, კვლევა ნაწილია კამპანიისა, რომლის მიზანიცაა კიბოს დიაგნოზისადმი შიშის მოცილება.

 


ციფრებმა აჩვენა, რომ - კანის არა-ავთვისებიანი კიბოს გამოკლებით - შოტლანდიაში ყოველწლიურად კიბოს 1,700-ზე მეტი ახალი შემთხვევაა, ვიდრე ქორწინებები ან 8, 000-ზე მეტი შემთხვევა, ვიდრე ქალების მიერ პირველი შვილის გაჩენა.

 


„მაკმილანის“ თანახმად, შოტლანდიაში, 5 წელიწადში, პაციენტთა რაოდენობა, რომელთაც კიბოს დიაგნოზი დაუდგინდათ, 18%-ით არის გაზრდილი.

 


მთლიანად დიდ ბრიტანეთში კი, როგორც ამას დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევის ცენტრი აცხადებს, 1990-იანი წლების შემდეგ კიბოთი დაავადებულთა რიცხვმა 12%-ით იმატა, მათ შორის ქალებს შორის მატება 16%-ია, ხოლო მამაკაცებს შორის 4%.

 


„მაკმილანი“ აცხადებს, რომ გარდა იმისა, რომ ცდილობს კიბოს დიაგნოზისადმი შიშის მოცილებას, მის მიერ წამოწყებული კამპანიის - „ცხოვრება კიბოსთან ერთად“ - მიზანია, წინა პლანზე წამოწიოს ის მხარდაჭერა, რომელიც ხელმისაწვდომია ამ დაავადების მქონე ადამიანებისათვის.

 


BBC-ის ცნობით, გამოკითხულ შოტლანდიელთა 41-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ყველა სხვა დაავადებაზე მეტად კიბოსი ეშინიათ, მაშინ როცა რვიდან ერთმა აღნიშნა, რომ კიბო უფრო მეტად საშიშია, ვიდრე ტერორიზმი ან საყვარელი ადამიანის დაკარგვა.

 


„მაკმილანის“ პარტნიორობის მენეჯერმა ტრიშა ჰატმა განაცხადა: „ეს კვლევა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ ბევრი ადამიანისთვის, კიბო ცხოვრების ფაქტი იქნება.

 


„ავადმყოფობისაგან გადარჩენილთა რიცხვი იზრდება, და თვით ისინიც კი, რომელთაც უკურნებელი სენი აქვთ, ხშირად ბევრი წლის განმავლობაში ცხოვრობენ.

 


„აღნიშნული ანგარიში იმის მთავარ ხაზგასმას ემსახურება, თუ როგორია ნამდვილი ცხოვრება კიბოსთან ერთად ბევრი ადამიანისთვის, რომლებიც თავიანთი შვილების მიმართ იჩენენ მზრუნველობას, ნახულობენ მეგობრებს და სამსახურშიც კი დადიან.

 


„ადამიანების უმეტესი ნაწილი ამბობს, რომ მკურნალობის შემდეგ მათ სურთ ნორმალური ცხოვრების შენარჩუნება, რამდენადაც ეს შესაძლებელია. სწორედ ამის გამო, მნიშვნელოვანია მათ მიიღონ მხარდაჭერა, რომელიც ესაჭიროებათ, რომ გაუმკლავდნენ ემოციურ, პრაქტიკულ და ფინანსურ პრობლემებს, რისი გამომწვევი მიზეზიც შეიძლება კიბო იყოს“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი