შს სამინისტრომ ფოთის სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
10-07-2017, 05:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთის სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. როგორც სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიებას შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველო საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლით აწარმოებს.

 

 

უწყება ფოთში, ბაზრის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ინფორმაციასაც ავრცელებს.

 

 

„მიმდინარე წლის 10 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ფოთში, სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა.

 

 

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ფოთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფები შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან 4 წუთში, 06:52 საათზე იმყოფებოდნენ.

 

 

ხანძრის სწრაფი ლიკვიდაციის მიზნით, მოხდა დამატებითი სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მობილიზება ზუგდიდიდან, სენაკიდან, ხობიდან და ფოთის პორტიდან.

ფოთის სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი აქრობდა.

 

 

ხანძრის მასშტაბებიდან გამომდინარე, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება 08:29 საათზე შეძლეს, ხოლო ლიკვიდაცია – 09:00 საათზე დაფიქსირდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა", აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი