სულ მცირე 16 ადამიანია დაღუპული აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად
11-07-2017, 01:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სულ მცირე 16 ადამიანია დაღუპული შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად. ინციდენტს ადგილი მისისიპის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში სასოფლო დასახლებაში, ორშაბათ საღამოს ჰქონდა ადგილი, როგორც ამას „როიტერსი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

 


საზღვაო ძალების პრესმდივანმა, კაპიტანმა სარა ბერნსმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების თვითმფრინავმა „ჰერკულეს KC-130“-მა „მარცხი განიცადა“.

 


მედია თავდაპირველად ავრცელებდა ინფრომაციას, რომ 5 ადამიანის სიკვდილი იყო დადასტურებული. რამდენიმე საათის მოგვიანებით კი ლეფლორეს საგრაფოს საგანგებო სამსახურის დირექტორმა, ფრედ რენდლმა „როიტერსს“ განუცხადა, რომ სულ მცირე 16 ადამიანი იყო დაღუპული.

 


მისისიპის გუბერნატორი ფილ ბრიანტი ინციდენტს სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოეხმაურა და მას „ტრაგედია“ უწოდა, მაგრამ დეტალებზე არაფერი უთქვამს.

 


მედიასაშუალებების მიერ ინტერნეტით გავრცელებულ ფოტოებზე, მინდორში, რომელიც მაღალი ხე-მცენარეებით არის გარშემორტყმული, ცეცხლში გახევული თვითმფრინავის ნამსხვრევები მოჩანს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი