დონალდ ტრამპი: „ეს არის ნამდვილად ერთი შეკითხვა, რომელსაც ვისურვებდი, რომ დამესვა პუტინისთვის: პრაქტიკულად, სად მიჭერთ მე მხარს?“
13-07-2017, 00:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის მიერ გატარებული საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უკმაყოფილების საგანი იქნება, რადგან მისი წინასაარჩევნო კამპანიის დანაპირების შესრულება - ნავთობზე ფასების დაბლა დაწევა - რუსეთის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მთავარ დარტყმას წარმოადგენს, გამომდინარე იქიდან, რომ მოსკოვი „ფულს ენერგომატარებლებიდან აკეთებს“. ამის შესახებ ტრამპმა ოვალურ ოფისში „როიტერსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 

 

 

აშშ-ის არჩევნებზე რუსეთის სავარაუდო ჩარევაზე

 


„პირველი 20-25 წუთის განმავლობაში მე ვთქვი, ‘თქვენ გააკეთეთ ეს?’ მან თქვა, ‘არა, მე არ გამიკეთებია, აბსოლუტურად არა’. შემდეგ მე მეორედ ვკითხე, სრულიად სხვაგვარი გზით. მან თქვა, ‘აბსოლუტურად არა’“.

 


„მოდი შევხედოთ: რაღაც მოხდა, და ჩვენ უნდა აღმოვაჩინოთ რა არის ეს, რადგან ჩვენ ვერ დავუშვებთ ამის მსგავს რამეს ჩვენს საარჩევნო პროცესში. ამგვარად, რაღაც მოხდა, და ჩვენ უნდა აღმოვაჩინოთ რა არის ეს“.

 


„ახლა, ყველა თანხმდება, რომ ამ არჩევნებზე ხმების მიცემაზე გავლენა არ ყოფილა მოხდენილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ითქვას, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ არასოდეს არაფერი არ მოხდეს ჩვენს საარჩევნო პროცესზე“.

 

ენდობა თუ არა პუტინს?

 

„შეიძლება ვინმეს ვენდობოდე? კარგით. მე ძალიან ეჭვიანი ადამიანი ვარ. მე არ ვარ პიროვნება, რომელიც ბევრ ადამიანს ენდობა. მაგრამ ის რუსეთის ლიდერია. ის მეორე ყველაზე მძლავრი ბირთვული სახელმწიფოა დედამიწის ზურგზე. მე შეერთებული შტატების ლიდერი ვარ. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა. მას უყვარს თავისი ქვეყანა. ის რუსეთისთვისაა. პრეზიდენტი ქსი - მე მასთანაც ხანგრძლივი შეხვედრა მქონდა, 2-1/2 საათი, ჩინებული ურთიერთობა, ის ჩინეთისთვისაა, მე შეერთებული შტატებისთვის. ისინი თავიანთი ქვეყნებისთვის არიან.

 


„მაგრამ ჩვენ გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა. ჩვენ შევთანხმდით სირიაში ბრძოლების შეწყვეტასა და მშვიდობის დამყარებაზე. ბოლოს და ბოლოს უკრაინა. და სხვა საკითხები, მათ შორის ტერორისტების განადგურება“.


 

პუტინთან ურთიერთობაზე

 


„პუტინთან ძალიან მტკიცე ვიყავი. ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობა. ეს იქნება ურთიერთობა, სადაც ბევრი სიცოცხლე შეიძლება იყოს გადარჩენილი, როგორც მაგალითი ცეცხლის შეწყვეტის, რომელსაც ჩემს გარდა ვერავინ მიაღწევდა“ (საუბარია სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე).

 


„მე საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებდი ძლიერ სამხედროებზე, ძლიერ საზღვრებზე, და ნავთობის დაბალ ფასებზე“.

 


„შეხედეთ, რა გავაკეთე - ნავთობის ფასებმა დაბლა დაიწია. ჩვენ ვაგზავნით მასიურ ტვირთებს პოლონეთში. ეს ისაა, რაც პუტინს არ უნდა. და სამხედროებისთვის ჩვენ 56 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი აღჭურვილობა შევიძინეთ, რასაც ბოლო ბიუჯეტში ვინმე ოდესმე ვერც კი წარმოიდგენდა. პუტინს არ უნდა ეს - ასე რომ, რატომ უნდა ვუნდოდე მე პუტინს?“

 


„ეს არის ნამდვილად ერთი შეკითხვა, რომელსაც ვისურვებდი, რომ დამესვა პუტინისთვის: პრაქტიკულად, სად მიჭერთ მე მხარს?“

 


„მე ძალიან კმაყოფილი ვარ ენერგომატარებლებზე, და ეს არ არის კარგი რუსეთისთვის, რადგან რუსეთი თავის ფულს ენერგეტიკიდან აკეთებს. ეს განაპირობებს ენერგომატარებლებზე ფასების დაბლა დაწევას. მე ასევე ძალიან მტკიცე ვარ სამხედროებზე, ძალიან, ძალიან მტკიცე. მე ასევე ძალიან მტკიცე ვარ კიბერ-მიმართულებით“.

 


„სანაძლეოს დავდებ, რომ გულში პუტინი ჩემს წინააღმდეგ იქნებოდა“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი