პროკურორი: „ოთარ აბესაძე საჯარო მოხელეა, დანიშნულია თბილისის მერის მიერ, ხელფასის სახით 3,400 ლარს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან“
14-07-2017, 04:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული თბილისის მერიის თანამშრომლის, ოთარ აბესაძის სასამრთლო პროცესზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ არსებობს აბესაძის მიერ მიმალვის, გამოძიებისთვის ხელის შეშლის, მტკიცებულებათა განადგურებისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები, რის გამოც პროკურორმა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

 

 

პროკურორმა დააზუსტა, რომ აბესაძე საჯარო მოხელეა, დანიშნულია თბილისის მერის მიერ და ხელფასის სახით 3,400 ლარს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 


პროკურორმა ირაკლი მარშანიამ განაცხადა, რომ საქმეში არის როგორც სატელეფონო საუბრის, ისე აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რაც ადასტურებს ოთარ აბესაძის მიერ დანაშაულის ჩადენას.

 


„გამოძიების ამ ეტაპზე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მერიის ადმინისტრაციის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დაპირდა მოქალაქეს, რომ თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დაეხმარებოდა მას მტკვარზე, ტივზე კაფის გახსნასა და ინფრასტრუქტურის მოწყობაში. გარდა ამისა, დაპირდა, რომ გაუწევდა სამსახურებრივ მფარველობას მერიის ზედამხედველობის სამსახურების წინაშე, რითაც დაუბრკოლებლად მისცემდა სარემონტო სამუშაოების ჩატარების უფლებას, საბოლოო ნებართვების მიღებამდე. ამის სანაცვლოდ ბრალდებულმა ოთარ აბესაძემ მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 3000 დოლარი“, განაცხადა პროკურორმა მარშანიამ, რომლის თქმითაც, ოთარ აბესაძის საქმეში არსებულ ჩანაწერებში აბესაძე მერიის სხვა თანამშრომლების სახელებსაც ასახელებს, თუმცა დასძინა, რომ „დამატებით ვერაფერს იტყვის, რადგან ამ შემთხვევაში გამოძიების სხვა ვერსიები გაჟღერდება“.

 


პროკურორი ასევე აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ოთარ აბესაძე საჯარო მოხელე არ არის და აქედან გამომდინარე, მისთვის წაყენებული ბრალის გადაკვალიფიცირების თაობაზე დაცვის მხარის მოთხოვნას არ ეთანხმება.

 


„ოთარ აბესაძე დანიშნულია თბილისის მერის მიერ, ხელფასის სახით 3,400 ლარს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მის უფლებამოსილებაში შედის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხები და შესაბამისად, საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას ასრულებს. საჯარო მოხელის შესახებ კანონის 125 მუხლის თანახმად, რა მოცემულობაც გვაქვს ახლა, ცალსახად დგინდება, რომ ის არის საჯარო მოხელე“, განაცხადა მარშანიამ.

 


თავად ბრალდებული კი, რომელიც დუმილის უფლებას იყენებს, ამბობს, რომ მისი მხრიდან დუმილის უფლების გამოყენება „არ ნიშნავს, რომ არ ვითანამშრომლებ გამოძიებასთან“.

 


ოთარ აბესაძე „დიდი სინანულით“ იხდის ბოდიშს.

 


"მინდა ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და საზოგადოებას ამ უხერხულობის გამო, რაც შევქმენი, დიდი სინანულით ბოდიში მოვუხადო... სინანულის გრძნობით ვსაუბრობ ამ ყველაფერზე“, თქვა აბესაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი