წნორის მოსახლეობა მაღალი ხარისხის სასმელ წყალს 24 საათის განმავლობაში მიიღებს
16-04-2015, 04:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, წნორში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.


სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა, ახალი სისტემით, მაღალი ხარისხის წყალს 24 საათის განმავლობაში მიიღებს. სამუშაოების მიმდინარეობას, დღეს, ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, ვლადიმერ ლაზარიშვილთან ერთად გაეცნო.


პროექტი ითვალისწინებს 1250 მ3 მოცულობის რეზერვუარის, სატუმბი სადგურის, ჭაბურღილებისა და საქლორატოროს რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას. ასევე, მილსადენების, რეზერვუარების, ქალაქის შიდა გამანაწილებელი ქსელების სრულ რეაბილიტაციას, ქალაქის ქსელის სამი ზონის მოწყობას და 2 ახალი რეზერვუარის მშენებლობას.


პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 10 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია ”ზიმო” ახორციელებს. სამუშაოებზე 23 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. მიმდინარე პროექტის დასრულება 2016 წელს იგეგმება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი