აშშ-საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო სფეროში ურთიერთობების გაღრმავება და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები იყო საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილე დენ მულენის შეხვედრის მთავარი თემები.
„საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო საკითხებზე მაღალი დონის დიალოგის ფორმატის არსებობას, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებული სტრატეგიული მიზნების მისაღწევად", აღნიშნა პრემიერმა.
შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო სავაჭრო პოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს, ასევე - ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს.
პრემიერ მინისტრმა ისაუბრა საქართველოს, როგორც რეგიონულ სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნის პოტენციალზე და ხაზი გაუსვა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ უკვე არსებულ შეთანხმებებს ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნებთან, ასევე თურქეთსა და ჩინეთთან.
მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმაზე და დეტალურად ისაუბრა ეკონომიკურ მიმართულებაზე, კერძოდ - საგადასახადო სისტემის, საპენსიო, კაპიტალის ბაზრის, საჯარო-კერძო პარტნიორობის განვითარების რეფორმებზე, ასევე - დამწყები და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებზე. საუბარი შეეხო ოთხპუნქტიანი გეგმით გათვალისწინებულ სხვა მიმართულებებსაც, რაც განათლების სისტემის, მმართველობის რეფორმასა და ქვეყნის სივრცით მოწყობას მოიცავს.
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილემ რეფორმების პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.
ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.