ტრამპმა სენატში უმრავლესობა დაკარგა და ობამას ჯანდაცვის კანონის გაუქმებამ კრახი განიცადა
18-07-2017, 00:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კიდევ ორმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა განაცხადა, რომ ისინი წინააღმდეგი არიან პრეზიდენტ ობამას ჯანდაცვის რეფორმების შეცვლისა, რითაც აშშ-ის მმართველმა პარტიამ სენატში საკითხის გარშემო უმრავლესობა დაკარგა.

 

 

 


როგორც BBC იუწყება, მაიკ ლიმ და ჯერი მორანმა (მაღლა სურათზე - REUTERS-ის ფოტო, კომბინაცია) გამოაცხადეს, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ კანონპროექტის ახლანდელ ვერსიას.

 


„რესპუბლიკელებს“ 100 წევრისაგან შემდგარ სენატში 52 მანდატი აქვთ და უკვე ორი სხვა „რესპუბლიკელის“ მიერ კანონპროექტისადმი მანამდე გამოხატული წინააღმდეგობის გამო იგი სენატში ვეღარ გადის.

 


ობამას მიერ 2010 წელს მიღებული ჯანდაცვის ხელმისაწვდომი რეფორმა, რომელიც ცნობილია, როგორც „ობამაქეა“ (Obamacare) დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მთავარი სამიზნე იყო და „რესპუბლიკელი“ საპრეზიდენტო კანდიდატი მისი გამარჯვების შემთხვევაში ამომრჩეველს აღნიშნული კანონის დაუყოვნებლივ შეცვლას ჰპირდებოდა, თუმცა თეთრ სახლში შესვლიდან 6 თვის თავზე მან მისი წინამორბედის მიერ 7 წლის წინათ მიღებული კანონის შეცვლა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა.

 


ახლანდელი გეგმა ინარჩუნებს „ობამაქეას“ მიერ დაწესებულ გადასახადებს მდიდრებზე, მაშინ როცა ნებას რთავს დამზღვევ კომპანიებს შესთავაზონ დაფარვის ნაკლები პაკეტი და აწესებს მკვეთრ შემცირებებს ღარიბი მოქალაქეების ჯანდაცვის პაკეტებზე.

 


ორმა სენატორმა ერთდროულად გამოხატა თავიანთი წინააღმდეგობა შემოთავაზებული რეფორმებისადმი.

 


როგორც BBC წერს, „რესპუბლიკელების“ ლიდერებს და თეთრ სახლს ახლა მცირე არჩევანი დარჩათ: ეცადონ ხელახლა დაწერონ გეგმა, ჩართონ მასში ორპარტიული ძალისხმევები ან მიატოვონ ის მთლიანად და ფოკუსირება მოახდინონ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, ისეთზე, როგორიცაა საგადასახადო რეფორმა.

 


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ორშაბათს დაჟინებით მოუწოდა „რესპუბლიკელებს“ კონგრესში, გააუქმონ „ობამაქეა“ და იმუშაონ ჯანდაცვის გეგმაზე, რომელიც მისი თქმით, „დემოკრატების“ მხარდაჭერას მოიპოვებს.

 


სენატში „რესპუბლიკელების“ კანონპროექტის მიმართ მხარდაჭერის დაკარგვის შემდეგ, ტრამპმა „თვითერის“ მეშვეობით განაცხადა: „რესპუბლიკელებმა ახლა უბრალოდ უნდა გააუქმონ ობამაქეა და იმუშაონ ახალ ჯანდაცვის გეგმაზე, რომელიც დაიწყება სუფთა დაფიდან. დემოკრატები შეუერთდებიან ამას!“

 


თუმცა, „დემოკრატები“ დაჟინებით ირწმუნებიან, რომ ისინი არ ითანამშრომლებენ „რესპუბლიკელების“ არც ერთი იმ საკანონმდებლო ინიციატივის გარშემო, რომლის მიზანიც პრეზიდენტ ბარაქ ობამას გარდამტეხი ჯანდაცვის კანონის გაუქმება იქნება, მაგრამ იმუშავებენ ორპარტიულ ფორმატში მის გასაუმჯობესებლად.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი