ტრამპის და პუტინის დღემდე გაუმჟღავნებელი მეორე, „საიდუმლო“ შეხვედრა გერმანიაში, რომელსაც მხოლოდ პუტინის საკუთარი თარჯიმანი ესწრებოდა
19-07-2017, 00:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტებს „დიდი ოცეულის“ სამიტზე მეორე, მანამდე გამოუცხადებელი შეხვედრა ჰქონდათ მას შემდეგ, რაც ისინი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 7 ივლისს ოფიციალურად 2 საათის და 15 წუთის განმავლობაში შეხვდნენ ერთმანეთს, აღნიშნული მეორე შეხვედრის შესახებ კი თეთრ სახლს დღემდე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

 


პრეზიდენტმა ტრამპმა „საიდუმლო სადილის“ შესახებ ინფორმაციას „ყალბი ახალი ამბავი“ უწოდა.

 


როგორც BBC იუწყება, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის მეორე შეხვედრა „დიდი ოცეულის“ სამიტზე სახელმწიფოს მეთაურების კერძო სადილის მიმდინარეობისას შედგა. აშშ-ის პრეზიდენტი მარტო იმყოფებოდა და პუტინს მხოლოდ მისი თარჯიმანი ახლდა. შეერთებული შტატების მედიის ინფორმაციით, შეხვედრა 1 საათი გაგრძელდა.

 


ის, თუ რაზე იმსჯელეს ლიდერებმა, თეთრი სახლის ოფიციალურ პირებს თავად ტრამპმა მოახსენა, რადგანაც ამერიკული მხრიდან შეხვედრაზე მის გარდა სხვა არავინ იმყოფებოდა.

 


თეთრმა სახლმა ტრამპის და პუტინის მეორე შეხვედრა მას შემდეგ დაადასტურა, რაც ინფორმაცია მედიით გამჟღავნდა. თეთრმა სახლმა მათ ურთიერთკავშირს არა „მეორე შეხვედრა“, არამედ „მოკლე საუბარი“ უწოდა და განმარტა, რომ მხოლოდ რუსი თარჯიმნის დასწრება იმით იყო განპირობებული, რომ სადილზე მყოფ ამერიკელ თარჯიმანს რუსულად ლაპარაკი არ შეეძლო.

 


პუტინის და ტრამპის ერთი-ერთზე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია პირველად შეერთებულ შტატებში ბაზირებული „ევრაზიის ჯგუფის“ პრეზიდენტის, იან ბრემერის მიერ გავრცელდა.

 


თეთრმა სახლმა დაამატა, რომ „ინსინუაცია“, რომ მთავრობა „ცდილობდა დაემალა“ მეორე შეხვედრა, არის „მცდარი, ბოროტგანზრახული და აბსურდი“.

 


მოგვიანებით ტრმპმა „თვითერზე“ დაწერა: „პუტინთან საიდუმლო სადილის ყალბი ახალი ამბის ისტორია არის ‘გულისრევა’. დიდი ოცეულის ყველა ლიდერი და მეუღლეები, გერმანიის კანცლერის მიერ იყვნენ დაპატიჟებულნი. პრესამ იცოდა!“

 

 

 


საღამოს, ორივე მათგანი ესწრებოდა დიდი ოცეულის სამიტის ლიდერების სადილს. პუტინი შეერთებული შტატების პირველი ქალბატონის, მელანია ტრამპის გვერდით იჯდა. სადილის დასასრულს მათთან აშშ-ის პრეზიდენტმა გადაინაცვლა და პუტინს ესტუმრა, აცხადებს თეთრი სახლი. ეს საუბარი მანამდე არ ყოფილა გამჟღავნებული.

 


ბრემერმა განაცხადა, რომ ტრამპმა თავისი ადგილი სადილის შუა პერიოდიდან მიატოვა, და დაახლოებით ერთი საათი დაჰყო პუტინთან „კერძო“ საუბარში, რომელსაც „მხოლოდ პუტინის საკუთარი თარჯიმანი ესწრებოდა“.

 


სადილზე მყოფ სხვა ლიდერებს შორის გაკვირვება ამერიკელი თარჯიმნის არყოფნამ გამოიწვია, განაცხადა ბრემერმა, რომელმაც აღნიშნულს „ეროვნული უსაფრთხოების პროტოკოლის დარღვევა“ უწოდა.

 


თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ლიდერებს და მათ მეუღლეებს სადილზე მხოლოდ ერთი თარჯიმნის ყოლის უფლება ჰქონდათ. ტრამპი იაპონიის პრემიერ მინისტრის შინძო აბეს მეუღლის გვერდით იჯდა და მისი თარჯიმანი იაპონურად საუბრობდა.

 


„როდესაც პრეზიდენტი ტრამპი პრეზიდენტ პუტინს ესაუბრა, ორმა ლიდერმა რუსი თარჯიმანი გამოიყენა, რადგანაც ამერიკელმა თარჯიმანმა არ იცოდა რუსული“, განმარტავს თეთრი სახლი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი