აპატურაი საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე: "ჩნდება მხოლოდ კითხვები, როდის და როგორ"?
04-02-2014, 11:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროატლანტიკურ გზაზე მყარად დგომა და რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის დამყარების მცდელობა – ეს ორი რამ ერთმანეთის საპირისპირო არ არის, ჩვენ ამის გვჯერა, – ამის შესახებ განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ გააკეთა.

 

 

მისი განცხადებით, საქართველო ნატოსთვის ძლიერი პარტნიორია. აპატურაის შეფასებით, საქართველოს ახალი მთავრობის მიდგომები ნატოსთან ურთოიერთობებში მათთვის მისაღებია, რაც მისი თქმით, ევროატლანტიკურ გზაზე მყარად დგომას ნიშნავს.

 

 

"ეს შეხვედრა ბრიუსელში ორი კონტექსტის პირობებში იმართება: პირველი, რა თქმა უნდა, ჩვენი და საქართველოს ძლიერი და კარგი პარტნიორობაა. თუმცა, ჩვენ ამავე დროს ვხვდებით იმ ოთხი სახელმწიფოს მეთაურებს, რომლებიც ნატოს წევრობის ასპირანტები არიან. ნატოს თვალთახედვით, ახალი მთავრობის მიდგომა, რომელიც უკვე არც ისე ახალია, პოზიტიურია. არ ვიტყოდი, რომ ის ფუნდამენტურად განსხვავდება წინა მთავრობის მიდგომისგან. ევროატლანტიკურ გზაზე მყარად დგომას პატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ. მნიშვნელოვანია, რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის დამყარების მცდელობაც. ეს ორი რამ ერთმანეთის საპირისპირო არ არის, ჩვენ ამის გვჯერა. ჩვენ გვსურს ურთიერთობის გაღრმავება, მაგრამ ნატოს ღია კარის პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენს დამფუძნებელ ქარტიაში წერია და ეს არ შეიცვლება. დღეს ჩნდება მხოლოდ კითხვები, როდის და როგორ, და ეს დიდწილად ასპირანტი ქვეყანაზეა დამოკიდებული",- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

 

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=5914 

კომენტარები: 1
#1   mesxi
      
აეწვათ ერთი ადგილი აქამდე სად იყვნენ რომ გვაბოლებდნენ აწი რუსეთის ყბაში ჩავარდებით უკვე გვიანია NATO
4 თებერვალი 2014 22:20
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი