ქართველმა სამხედრო ინჟინერ-მესანგრეებმა პროფესიული დღე აღნიშნეს
21-07-2017, 09:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქართველმა სამხედრო ინჟინერ-მესანგრეებმა პროფესიული დღე აღნიშნეს. საზეიმო ცერემონია საინჟინრო ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები - პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, ასევე სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლები, პოლკოვნიკები - შავლეგო ტაბატაძე და გიორგი მათიაშვილი დაესწრნენ.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, რის შემდეგაც, ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. საინჟინრო გვარეობის დღეს საინჟინრო ბრიგადისა და I საარტილერიო ბრიგადის საშტაბო ასეულების სამოცდაორმა ახალწვეულმა ფიცი დადო.

 

 

მათივე ინფორმაციით, პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თავადცვის მინისტრი სიტყვით გამოვიდა. ლევან იზორიამ პირად შემადგენლობას საინჟინრო ბრიგადის 25 წლის იუბილე მიულოცა. „საინჟინრო ბრიგადა საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი საკვანძო ქვედანაყოფია", აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირად შემადგენლობას ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. ლევან იზორიამ ყურადღება ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობაზე გაამახვილა. მან დღევანდელი დღე განსაკუთრებით წვევამდელებს მიულოცა და აღნიშნა, რომ ახალწვეულებიცხრა თვის განმავლობაში სამსახურს საინჟინრო ბრიგადის საშტაბო და დაცვის ასეულში გააგრძელებენ.

 


საინჟინრო გვარეობის დღეს სიმბოლურად დაემთხვა ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ საინჟინრო და რქბ თავდაცვის სკოლის მესანგრის ძირითადი და საინჟინრო ათეულის მეთაურის კურსების დასრულება. მესანგრის ძირითადი კურსი ორმოცდაერთმა სამხედრომ, მათ შორის, ათმა წარჩინებით დაასრულა. საინჟინრო ათეულის მეთაურის კურსი კი, ათმა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს.

 


საინჟინრო გვარეობის დღისადმი მიძღვნილი ცერემონიალის ოფიციალური ნაწილი სამხედრო მოსამსახურეების დაჯიდლოებით დასრულდა. თავდაცვის მინისტრმა საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი ოთხ სამხედრო მოსამსახურეს გადასცა. I და II ხარისხის მედლები „უმწიკვლო სამსახურისთვის“ – ხუთმა სამხედრომ მიიღო.

 


საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქვედანაყოფის შეიარაღებაში არსებული სხვადასხვა სპეციალური და საბრძოლო ტექნიკის გამოფენაც მოეწყო.

 


დღესვე, საინჟინრო ბრიგადის ტერიტორიაზე საზეიმოდ გაიხსნა წმინდა იოთამ ზედგინიძის სახელობის ეკლესია, რომელიც ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ საკუთარი ფინანსური და ფიზიკური ძალისხმევით ააგო. ტერიტორიაზე ჯარისკაცებისთვის ახალი სასადილო ამოქმედდა.

 


საინჟინრო ბრიგადის იუბილეს თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლები, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის თავდაცვის ატაშეები და წვევამდელთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

 


საიუბილეო ღონისძიებების დასასრულს, ჯარისკაცებისათვის სამგორის რაიონის გამგეობის ხელშეწყობით კონცერტი გაიმართა.

 


23 ივლისს ზნაურის რაიონის სოფელ იონჩაში, პოლკოვნიკმა კარლენ კალანდაძემ, მაიორმა ანდრო მაღლაკელიძემ, ლეიტენანტებმა - დავით ასაბაშვილმა და გოჩა ასაბაშვილმა, ასევე, მოხალისეებმა - სპარტაკ და ირაკლი მაისურაძეებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი განაღმვითი სამუშაოები ჩაატარეს. მოგვიანებით, სწორედ, ამ თარიღს დაუკავშირდა საინჟინრო-მესანგრეთა პროფესიული დღე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი