დასავლეთ სანაპიროზე, ახალგაზრდა პალესტინელმა მამაკაცმა ცივი იარაღით 3 ისრაელელი მოკლა
22-07-2017, 02:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, რამალასთან ახლოს, სამი ისრაელელი მშვიდობიანი მოქალაქე ცივი იარაღით იქნა მოკლული, კიდევ ერთი ისრაელელი კი ჰალამიშში შეტაკებისას დაიჭრა, რომელსაც ადგილი იერუსალიმის წმინდა ადგილებში ახალი უსაფრთხოების ზომების გამო პალესტინელებსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის შეხლა-შემოხლის დასრულებამდე ჰქონდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

 


ისრაელის არმიის განცხადებით, პარასკევს ჰალამიშში, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ნევე ცუფი, ოთხ მშვიდობიან ისრაელელ მოქალაქეზე თავდასხმა ცივი იარაღით განხორციელდა, მას შემდეგ რაც „თავდამსხმელმა კერძო სახლში შეაღწია“.

 


ისრაელის მედიის ცნობით, თავდასხმის მსხვერპლთაგან ორი მამაკაცია და ერთი ქალი. კიდევ ერთი ქალს, რომელსაც ჭრილობები აქვს მიყენებული, მკურნალობა საავადმყოფოში უტარდება.

 


ისრაელის არმიის განცხადებით, თავდამსხმელი ახალგაზრდა პალესტინელი მამაკაცი ომარ ალ-აბედია. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.

 


მშვიდობიანი ისრაელელების მკვლელობამდე, პარასკევს, აღმოსავლეთ იერუსალიმსა და დასავლეთ სანაპიროზე სამი პალესტინელი იქნა მოკლული და ბოლო დღეების განმავლობაში ასეულობით ადამიანმა მიიღო დაზიანებები.

 


პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ აღნიშნულის გამო ის ისრაელთან ყველანაირ კონტაქტს ყინავს.

 


დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც გასულ პარასკევს იერუსალიმში წმინდა ადგილების მიმდებარედ სამმა ისრაელელმა არაბმა ცეცხლსასროლი იარაღით ორი ისრაელელი პოლიციელი მოკლა, ერთი კი დაჭრა. თავდამსხმელების ლიკვიდაცია პოლიციის ოფიცრებმა ინციდენტის ახლომდებარე ადგილას მალევე მოახდინეს.

 


BBC-ის ცნობით, პარასკევ დილით ათასობით ისრაელელი პოლიციელი განალაგეს იერუსალიმში და 50 წელს ქვემოთ ასაკის პალესტინელ მამაკაცებს ძველ ქალაქში შესვლა აეკრძალათ - ზომა, რომელსაც ზოგჯერ მიმართავენ წმინდა ადგილებში იმისათვის, რომ ძალადობრივი პროტესტებისაგან დაიზღვიონ თავი.

 


პოლიციის განცხადებით, მათ პალესტინლების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, პალესტინელები კი ქვებს ისროდნენ და ცდილობდნენ გაერღვიათ ქუჩაში აღმართული პოლიციის კორდონები.

 


პალესტინის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რას ალ-მუდის მიდამოებში ცეცხლსასროლი იარაღით 17 წლის პალესტინელი მამაკაცია მოკლული, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია თუ ვინ იდგა მკვლელობის უკან.

 


მეორე მამაკაცი პარასკევს, აღმოსავლეთ იერუსალიმში შეხლა-შემოხლისას მიყენებული სერიოზული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი