თბილისის მერია „ქართველთა მარშს“ მოუწოდებს, აღმაშენებლის გამზირზე „ევროპული საქართველოს“ დაგეგმილი მსვლელობის გამო თავიანთი აქცია სხვა ადგილას ან სხვა დროს ჩაატაროს
23-07-2017, 02:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერია „ქართველთა მარშის“ წარმომადგენლებს აღმაშენებლის გამზირის ნაცვლად 23 ივლისს აქციის სხვა ადგილას ჩატარებისკენ მოუწოდებს, რადგან მათზე უფრო ადრე, 4 დღით ადრე, 17 ივლისს, მერიას რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი აქციის ჩატარების მოთხოვნით პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ევროპულმა საქართველომ“ მიმართა და გამომდინარე იქედან, რომ „23 ივლისს დაგეგმილი აქციების მიმდინარეობისას შესაძლებელია შეიქმნას კონფლიქტის ესკალაცია“, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მერია მიზანშეწონილად მიიჩნევს „ქართველთა მარშის“ დაგეგმილი აქცია სხვა ადგილას ან სხვა დროს ჩატარდეს.

 

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერიის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ დამატებითი კომენტარი გააკეთა დავით ნარმანიამ. მან ჟურნალისტებს განუცხადა: „ყველას აქვს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში, თუმცა ჩვენ მათ ვაცნობეთ, რომ იგივე ადგილას, იგივე დროს იყო დანიშნული აქცია და ან დრო შეეცვალათ ან ადგილი, რათა ერთმანეთს არ დამთხვეოდა ეს ორი აქცია“.

 


„სხვა ინფორმაცია, რაც გავრცელდა, სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენ არ გავცემთ აქციის ჩატარების სანქციას - თბილისის მერია იღებს ამას, როგორც ინფორმაციას, რათა გზაზე შეზღუდვების შემთხვევაში გადაალაგოს ტრანსპორტის მოძრაობა და განსაკუთრებით, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება“.

 

 

მიუხედავად ამისა, „ქართველთა მარშის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი სანდრო ბრეგაძე დაჟინებით აცხადებს, რომ ისინი აქციას მაინც ჩაატარებენ.

 


„ჩვენ აუცილებლად გავმართავთ ამ აქციას და ხელისუფლება აუცილებლად მოაწყობს 7 ნოემბერს. აუცილებლად დაგვარბევენ, აუცილებლად დაგვაპატიმრებენ. ჩვენ მზად ვართ დაგვაპატიმრონ და დაგვარბიონ, რადგან ჩვენ ნაცჯალათებს არ გავატარებთ აღმაშენებლის გამზირზე“ აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

 


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოყოფილი პოლიტიკური ძალა, „ევროპული საქართველო“, რომლის ლიდერები გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა და სხვები არიან, აქცია-მსვლელობას, მოწოდებით - „არა რუსულ ფაშიზმს“ 23 ივლისს აღმაშენებლის გამზირზე საღამოს 8 საათზე გამართავს.

 

კომენტარები: 1
#1  ზურა
      
. დაუშვებელია ქართველების ურთიერთ დაპირისპირება, შუღლი, ურთიერთ მტრობა და აქედან გამომდინარე, კაცთა კვლა და ომები ...ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე, -- სრულიად უმტკივნეულოდ შეიძლება, ყოველი გადაგვარებული საქმის მოგვარება !.
23 ივლისი 2017 07:05
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი