გიორგი კვირიკაშვილი: „2018 წელს დასრულდება კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობა, 2020 წლისთვის მლეთა-კობის გვირაბი შევა ექსპლუატაციაში“
23-07-2017, 08:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფელ სნოში, შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ტერიტორიაზე 34 ნომრიანი ახალი სასტუმრო გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო.

 

 

მან სიმბოლური უწოდა პატრიარქის მშობლიურ სოფელში ახალი სასტუმროს გახსნის ფაქტს, რომლის მოგებაც საქველმოქმედო მიზანს - სოფლის მოსახლეობის საჭიროებებს მოხმარდება.

 


სიტყვით გამოსვლისას პრემიერ მინისტრმა რეგიონში მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

 

 

 


„მომავალ წელს დასრულდება კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობა, რაც სტეფანწმინდას, სნოს და მთლიანად ამ რეგიონს ზამთრის კურორტადაც აქცევს, გამომდინარე იქედან, რომ სასტუმრო რესურსი, რომელიც აქ არსებობს, პირდაპირ უკავშირდება გუდაურის პოტენციალს. მომავალ წელს ჩვენ ვიწყებთ მლეთა-კობის გვირაბის მშენებლობას, რომელიც 2 წელიწადში დასრულდება და 2020 წლისთვის შევა ექსპლუატაციაში. ასეთი ერთობით, რომლის მომსწრეც დღეს ყველანი ვართ, ჩვენი ქვეყანა დიდ შედეგს მიაღწევს. ამის საწინდარი არის ის სიყვარული, რომლის მაგალითსაც ჩვენი პატრიარქი გვაძლევს დღევანდელ დღეს“, აღნიშნა პრემიერმა.

 


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა, რომ აღნიშნული სასტუმრო აშენდა არა იმიტომ, რომ „ვიღაცამ ისარგებლოს და მატერიალური სარგებელი ნახოს, ეს სასტუმრო აშენდა იმისთვის, რომ ნახოთ და გაიმეოროთ სხვა რეგიონებში მსგავსი მოქმედება“.

 


„ადამიანი შეიძლება დაიღალოს, შეიძლება დაეცეს, მაგრამ იმდენი ძალა უნდა მოიკრიბოს, რომ ადგეს და გააგრძელოს გზა. ჩვენ ვიმყოფებით მეტად მნიშვნელოვან რეგიონში, ეს არის სნოს ხეობა, რომელიც იცავს საქართველოს ჩრდილოეთის მხრიდან. ეს სასტუმრო აშენდა არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ისარგებლოს და მატერიალური სარგებელი ნახოს, ეს სასტუმრო აშენდა იმისთვის, რომ ნახოთ და გაიმეოროთ სხვა რეგიონებში მსგავსი მოქმედება. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, ვინ დაგვეხმარება, ვინ რას მოგვცემს, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, ჩვენ რას მივცემთ სამშობლოს, რას გავაკეთებთ. აი მე ვაჩვენე მაგალითი ამის“, აღნიშნა უწმინდესმა სიტყვით გამოსვლისას, რომელმაც სასტუმროს გახსნის ცერემონიაზე შეკრებილი საზოგადოება დალოცა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი