ლეილა მუსტაფაევა: დღემდე არ ვიცით, როგორ იყო აფგან მუხთარლი გატაცებული, ვინ გაიტაცა, ვინ გასცა ბრძანება და ვინ აკონტროლებდა გატაცების ოპერაციას
25-07-2017, 03:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც მან საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მთავარი პროკურატურის მიმართ ბევრი კითხვა დაგროვდა. 

 

 

ლეილა მუსტაფაევას აზრით, „ახლო მომავალში ნათელი გახდება, შეუძლია თუ არა ენდოს პროკურატურის გამოძიებას. თუ ისინი პოლიციის მსგავსად ჩაატარებენ გამოძიებას, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ საქმე გვაქვს მმართველი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნებასთან“.

 

 

იგი მიიჩნევს, რომ შს სამინისტროს ორი მაღალჩინოსანი, თანამდებობიდან გათავისუფლების ნაცვლად, „უნდა მოქცეულიყვნენ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში და პასუხი გაეცათ კითხვაზე, მაგალითად, თუ როგორ დაუშვა სასაზღვრო პოლიციამ აფგან მუხთარლის გაყვანა".

 

 

„ჩვენ დღემდე არ ვიცით, როგორ იყო აფგან მუხთარლი გატაცებული, ვინ გაიტაცა და რაც მთავარია, ვინ გასცა მისი გატაცების ბრძანება, ვინ აკონტროლებდა გატაცების ოპერაციას“, განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი