საფრანგეთში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10,000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
26-07-2017, 06:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოფიციალური პირების თანახმად, საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეში გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინა ღამით 10,000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

 


ასეულობით მეხანძრე იქნა განაწილებული ბორმს-ლეს-მიმოსეს რეგიონთან ახლოს ცეცხლთან საბრძოლველად.

 


საფრანგეთმა სთხოვა ევროკავშირის წევრ მეზობლებს გამოეგზავნათ სახანძრო ბრიგადები დასახმარებლად.

 


კუნძულ კორსიკაზე და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე დამწვარია 4,000 ჰექტარი მიწა.

 


„ამ ადგილას ზაფხულობით მოსახლეობის რაოდენობა სამჯერ იზრდება“, განაცხადა სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა.

 


ცეცხლი განსაკუთრებით მძვინვარებს პოპულარულ კურორტ სენ-ტროპეს მიდამოებში.

 


კორსიკაზე ასობით საცხოვრებელი სახლიდან იქნა მოსახლეობა ევაკუირებული.

 


საერთო ჯამში, ორშაბათიდან, 4,000-ზე მეტი მეხანძრე ცდილობდა ჩაექრო ხანძარი.

 


ოფიციალური ცნობების თანახმად, 12 მეხანძრე დაშავდა და 15-მა პოლიციელმა მიიღო კვამლით ინტოქსიკაცია.

 


როგორც ინგლისელმა ტურისტმა, ლიზა მინოტმა, BBC-სთან განაცხადა, ყველა ტურისტი იქნა ევაკუირებული ღამის ადგილობრივი დროით ორ საათზე. ტურისტებმა ღამე სანაპიროზე გაათიეს, რადგან დასაბანაკებელ ადგილას დარჩენა არ იყო უსაფრთხო.

 


მანვე განაცხადა, რომ 3,000-მდე ტურისტს მოუწია სანაპიროზე დარჩენა ცივ, ქარიან ამინდში.

 


ლიზამ აღნიშნა, რომ ხალხი ძალიან დაღლილია და ევაკუირებულ ტურისტებს შორის ახალგაზრდა ბავშვებიც იმყოფებიან.

 


მან თქვა, რომ დაინახა როგორ იღებდნენ ვერტმფრენები ზღვიდან წყალს და როგორ ბრუნდებოდნენ უკან, „შავი კვამლის აუზში“ სანაპიროზე.

 


ტურისტების თქმით, ცეცხლს უკვე გაენადურებინა რამდენიმე დასაბანაკებელი ადგილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი