„პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი თანამშრომელი ირაკლი ლატარია ფრაქციის თავმჯდომარეს, გიორგი ლომიას გატაცებაში, მუქარაში, ცემასა და წამებაში სდებს ბრალს
26-07-2017, 09:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პატრიოტთა ალიანსის” ანალიტიკური სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი ლატარია ფრაქციის თავმჯდომარეს, გიორგი ლომიას მოტყუებით გატაცებაში, მუქარაში, ცემასა და წამებაში სდებს ბრალს.

 

 

ირაკლი ლატარია 2016 წლის ოქტომბერში მომხდარ შემთხვევაზე საუბრობს. როგორც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საკუთარი სახლიდან მოტყუებით წაიყვანეს კინოს სახლთან მდებარე „პატრიოტთა ალიანსის” ოფისში, სადაც დაახლოებით, სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ირაკლი ლატარია ყვება, რომ კენკებაშვილმა, რომელიც, მისივე ინფორმაციით, პოლიციის აქტიური თანამშრომელი იყო სახლიდან გარეთ გასვლა სთხოვა და მანვე უთხრა, რომ ჰქონდა მისი პირადი მიმოწერები, სადაც დავით თარხან-მოურავის მიმართ გამოხატული ჰქონდა აგრესია.

 

 

მან მითხრა, რომ ერთ-ერთმა მისმა თანამშრომელმა გაუგზავნა სქრინები, სადაც კონტექსტიდან ამოღებული ტექსტებია და სადაც აღიქმება, რომ შეგინებაა. მან მითხრა, რომ უნდა დამესრულებინა სიცოცხლე, აუცილებლად მომკლავდნენ ამის გამო, მათ წარსულში არაერთი ასეთი რაღაც ჩაუდენიათ და წამიყვანეს ოფისში”, განაცხადა ირაკლი ლატარიამ, რომლის ინფორმაციითაც, ოფისში მიყვანის შემდეგ, იქ გიორგი ლომია მივიდა. 

 

 

„გიორგი ლომია მომიახლოვდა და მითხრა, შენ დღეს აუცილებლად მოგკლავთ, იმიტომ რომ შენ ჩვენს მიმართ გაქვს აგრესია და შენ ჩვენ გვაგინებ და დაიწყეს ცემა”, განაცხადა ლატარიამ, რომლის თქმითაც, კენკებაშვილმა იარაღი ამოიღო და კონდახით ცემდა, მისთვის უცნობმა პირმა ხელი გაუკავა, კიდევ ერთი პირი კი აგინებდა.

 

 

ლატარიას თქმით, ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავს იკავებდა, რადგან იყო შიშის ფაქტორი - ლომია ემუქრებოდა, რომ თუ მოინდომებდა იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც ყოველდღე მოიტაცებდნენ მას, ასევე საუბარი მისი მეუღლისთვის მანქანის დაჯახებაზეც იყო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი