მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს - ახლა არის იმის მცდელობა, მაიძულონ რომ დევნილი გავხდე, ეს არ მოხდება, მე არსად სხვაგან არ დავრჩები და არ შევიცვლი სტატუსს!“
26-07-2017, 23:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ პირველ განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატებიდან აკეთებს და ამბობს, რომ „პრეზიდენტმა პოროშენკომ მიაფურთხა კონსტიტუციას, რომლის გარანტორიც ის უნდა იყოს!“, თუმცა ხაზს უსვამს, რომ „ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად“ ბრძოლას უკრაინაში განაგრძობს.

 


„მე უბრალოდ უკრაინელი ვარ!.. მე უკრაინაში 13 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი, ვმონაწილეობდი უკრაინის სამ რევოლუციაში... მე მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობა გამაჩნია და მე ის არ უნდა ჩამომერთვას!

 


„ახლა არის იმის მცდელობა, მაიძულონ რომ დევნილი გავხდე. ეს არ მოხდება. მე არსად სხვაგან არ დავრჩები და არ შევიცვლი სტატუსს! მე ვიბრძოლებ ჩემი კანონიერი უფლებისთვის, დავბრუნდე უკრაინაში!

 


„მაშინვე როგორც კი ხელისუფლებაში გააცნობიერეს, რომ ოპოზიცია ერთიანდებოდა იმისათვის რომ ამ შემოდგომით გამოსულიყო ქუჩაში და დაესრულებინა ოლიგარქიული პაქტი, მათმა შიშმა დასძლია მათ გონებას! პრეზიდენტმა პოროშენკომ მიაფურთხა კონსტიტუციას, რომლის გარანტორიც ის უნდა იყოს!

 


„პოროშენკო საქართველოში ჩავიდა არა იმისათვის, რომ დაემყარებინა კავშირები ორ ქვეყანას შორის, არამედ იმისათვის, რომ მიეღწია სხვა შეთანხმებისათვის, ამ ეტაპზე ორ ოლიგარქიულ რეჟიმს შორის, სადაც ერთ მხარეს დგას უკრაინელი პოროშენკო და მეორე მხარეს „გაზპრომის“ ყველაზე დიდი წილის მფლობელი, პრო-რუსი ივანიშვილი.

 


„მათ შეძლებისდაგვარად გამოიგონეს, რომ ახალი სამხილი ჩემს საქმეში წარედგინათ უკრაინის გენერალური პროკურატურისათვის, მაგრამ ეს მხოლოდ მორიგი ტყუილი და ეშმაკობაა. მას შემდეგ რაც მე მომენიჭა მოქალაქეობა, საქართველოში ჩემს წინააღმდეგ ახალი საქმე არ წამოწყებულა. ის გამოგონებული საქმეები, რომელიც წამოიწყეს, ეს ბრალდებები არ ყოფილა აღიარებული არც ერთი სხვა ქვეყნის მიერ საქართველოს გარდა!

 


ორი დღის წინ ამ პრეზიდენტმა, რომელზეც ერთ დროს მეიდანი თავის იმედებს ამყარებდა, შეცვალა მოქალაქეობის კომიტეტის შემადგენლობა. მან 24 ივლისს კომისიაში ახალი ადამიანები დანიშნა იმისათვის, რომ სრულიად მორჩილი კომისია ჰყოლოდა, რომელიც დაეთანხმებოდა პრეზიდენტის ნებისმიერ კაპრიზებს.

 


„პეტრო პოროშენკო, აი შემიძლია მხოლოდ ის გითხრა, რომ ცუდი მრჩეველები გყავს...

 


„დღეს შენ, პეტრო პოროშენკო, გადაკვეთე წითელი ხაზი... ახლა ეჭვგარეშეა, როგორც ეს იყო შენი წინამორბედის შემთხვევაში, რომ შენ გექნება ცდუნება ეცადო შეინარჩუნო ძალაუფლება ნებისმიერ ფასად. შენ შესაძლოა ეცადო ეს, მხოლოდ გახსოვდეს, ისინი გელოდებიან რუსეთში. უკრაინელებმა ორჯერ მოახერხეს გამკლავება ამ შავი ჭირისადმი და ისინი არ შეჩერდებიან მანამ, სანამ არ მოიყვანენ ხელისუფლებაში ჭეშმარიტად ახალ პოლიტიკოსებს!

 


„მე იმისათვის მივიღე უკრაინის მოქალაქეობა, რომ მებრძოლა რეფორმებისათვის, მებრძოლა წარმატებული უკრაინის მომავლისათვის, რაზეც ასევე ჩემი მშობლიური საქართველოს მომავალიცაა დამოკიდებული. ჩემთვის მოქალაქეობა არ არის ცარიელი კონცეფცია. ყოველ დღე რაც მე უკრაინის მოქალაქის პასპორტი მეკავა, მე ვმუშაობდი მძლავრად იმისათვის, რომ უკრაინა იქნებოდა წარმატებული და გახდებოდა ევროპული სუპერ-სახელმწიფო!

 


„მე მიყვარს უკრაინა მთელი ჩემი გულით და განვაგრძობ ბრძოლას აქ, ჩვენ უკრაინაში, ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად“, ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინგლისურ ენაზე გავრცელებულ განცხადებაში. მისი ამავე შინაარსის ვიდეომიმართვა კი უკრაინულ ენაზე გავრცელდა. 

 

 

კომენტარები: 4
#4   URAN379
      
შენ ასრულებდი კონსტიტუციას? საერთოდ წაკითხული გაქვს კონსტიტუცია იურისტო?????????????????????????????????????????????????????????????????????????
????????????????????????????????
14 აგვისტო 2017 23:38
#3   მაია
      
ამერიკის ყურმოჭრილი მონა ხარ,ჯერ მათ ჭირდები,თორემ შენ რა იცი სამშობლოს და საერთოდ ვინმეს სიყვარული?! ასე უმისამართოდ უნდა იხეტიალო და იტანჯო დარჩენილი დრო,რადგან ასე ადვილად დათმე საქართველო,სადაც დაიბადე და ფეხი აიდგი,თხასავით გაყიდე ქართველები....შენ არ უნდა მოკვდე,ცოცხლად უნდა დაგტანჯოს ცხოვრებამ,აღარც მონანიება გიშველის,რადგან შენს თავს არ ეკუთვნი,შე ც.რ.უ.–შნიკო,ამიტომაც ჯერ ვერავინ გახლებს ხელს,ამერიკის შიშით.ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით,არა ბნელა!
14 აგვისტო 2017 01:47
#2   David
      
მიხეილ უმიწაწყლო! რამდენი ადამიანი აქციე დევნილად! ახლა შენ გახდი თავად დევნილი! ხედავ როგორია ცხოვრება? თუმც მოპარული ფული ბევრი გაქვს, უკვე შვილებიც წამოგესწრო, ახლა მაგათ აღმოაჩნდებათ ბიზნესის "ტალანტი"! მაინც არ შეგერგება!
27 ივლისი 2017 12:52
#1  უცნობი
      
მაწანწალა
27 ივლისი 2017 01:09
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი