პატრულ-ინსპექტორთა მომზადების ახალი პროგრამის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ
27-07-2017, 01:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-ს აკადემიაში პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველი ჯგუფის კურსდამთავრებულთათვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

 

 

ღონისძიებას შსს-ს აკადემიის რექტორი, გივი მიქანაძე და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ალექსანდრე ხვადაგიანი დაესწრნენ, პროგრამის პირველი ჯგუფის მონაწილეებს კურსის დასრულება მიულოცეს და სერთიფიკატები გადასცეს.

 

 

„პატრულ-ინსპექტორთა მომზადების განახლებული პროგრამა თანამედროვე პოლიციურ სისტემაში არსებულ მიდგომებსა და სტანდარტებზეა დაფუძნებული. სამთვიანი კურსი საპატრულო პოლიციის მომავალი თანამშრომლებისთვის თეორიული ცოდნის პრაქტიკული უნარებით გაღრმავებაზეა ორიენტირებული.

 

 

ახალი პროგრამის მიხედვით, უპირატესობა ინტენსიურ ფიზიკურ, ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებას ენიჭება. კურსის მონაწილეებმა აკადემიის მიერ შეუშავებული, რეალურ სიტუაცებზე აგებული მაგალითების მეშვეობით სათანადო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს.

 

 

პროგრამის მიზანია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის ახალი კადრების მომზადება, მათთვის საბაზისო ცოდნის მიღება და პატრულ-ინსპექტორისთვის პროფესიული საქმიანობის ეფექტურად წარმართვისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება", აღნიშნულია შსს-ს მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი