გიორგი კვირიკაშვილი: მაიკ პენსის ვიზიტი აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადასტურებაა
27-07-2017, 02:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადასტურება - ასე შეაფასა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში, რომელიც 31 ივლისსა და 1 აგვისტოს შედგება.

 


პრემიერის შეფასებით, ის, რომ საქართველოს მთავრობამ ძალიან მოკლე დროში ძალიან მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესია.

 


„ასევე, რამდენიმე დღეში იწყება მრავალმხრივი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი" - Noble Partner, რომელშიც მონაწილეობენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. ვფიქრობთ, ეს სწავლებები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისათვის", განაცხადა პრემიერმა.

 


ასეთი ტიპის სწავლება მესამედ იმართება, რაც, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ნამდვილად მისასალმებელია.

 


„ვფიქრობთ, აშშ-თან ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების დინამიკა ძალიან მაღალია. ასევე, ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების ფორმატი, რომელშიც არჩეულია ოთხი ძირითადი მიმართულება - უსაფრთხოება; კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობა; დემოკრატიის განვითარება; ეკონომიკა, ენერგეტიკა და ვაჭრობა, საკმაოდ დინამიურად ვითარდება და ვფიქრობთ, მაიკ პენსის ვიზიტი იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული ამ ორმხრივი ურთიერთობების ბიძგის მისაცემად. ვიზიტის დროს იგეგმება არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა და კიდევ ერთხელ მინდა, გამოვთქვა ძალიან დიდი კმაყოფილება, რომ ეს ვიზიტი შედგება სულ რამდენიმე დღეში საქართველოში", აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი