თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის, თემურ ბასილიას საქმეზე არსებითი განხილვა კიდევ ერთხელ გადადო
27-07-2017, 14:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმეზე არსებითი განხილვა კიდევ ერთხელ გადადო.

 


როგორც „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულის საფუძველი საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლის, მზია ლომთათიძის ოჯახური საკითხის გამო, სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა. სასამართლომ თემურ ბასილიას საქმეზე მორიგი სხდომა 2017 წლის 14 სექტემბერს დანიშნა. პალატამ საქმეზე უკვე მოისმინა ბრალდებისა და დაცვის მხარის შესავალი სიტყვა, 14 სექტემბრის სხდომაზე კი მოწმეთა ჩვენებების მიცემა იგეგმება.

 


„თბილისის სააპელაციო სასამართლო თემურ ბასილიას საქმეს მოსამართლეების: მაია ხოლოაშვილი (თავმჯდომარე), შორენა ყაველაშვილი და მზია ლომთათიძე შემადგენლობით განიხილავს. საქმე აღნიშნულ კოლეგიას მას შემდეგ გადაეცა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლომ თემურ ბასილიას ბრალდების გადახედვის თაობაზე განჩინება მიიღო.

 


საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2017 წლის 27 იანვარს, მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღო დადგენილება „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, რომლითაც თემურ ბასილია, წინა ხელისუფლების პირობებში წარდგენილ ბრალდებაში, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

 

 

„მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიების პირობებში დადგინდა, რომ 2006 წლის 25 თებერვალს, გენერალური პროკურატურის მიერ თაღლითობის და დოკუმენტის გაყალბებისთვის დაკავებული იყო სს „ინტელექტბანკი“-ს გენერალური დირექტორი გოგი სალია და ცენტრალური ფილიალის მმართველი ლევან კვირიკაშვილი. გენერალურ პროკურატურას სურდა დანაშაულში გამოევლინა საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია, რომელიც დაპირისპირებული იყო იმჟამინდელ ხელისუფლებასთან. ამ მიზნით, პროკურატურის ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით საპატიმრო დაწესებულებაში, ფარულად, კანონდარღვევით შეიყვანეს ,,ინტელექტბანკის“ აქციონერები, რომლებმაც პატიმარ გოგი სალიას და ლევან კვირიკაშვილს გადასცეს პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ხელი მოეწერათ იმ ჩვენებაზე, რომელსაც მათ გამოძიება წარუდგენდა, თითქოსდა თემურ ბასილია ,,ინტელექტბანკისთვის“ დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, ბანკისგან ქრთამის სახით იღებდა ფულად თანხებს. პროკურატურისთვის ასეთი ჩვენების მიცემის შემთხვევაში კი მათი საქმე დადებითად გადაწყდებოდა და ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებდნენ საპატიმრო დაწესებულებას. პროკურატურის მიერ ასეთი მეთოდებით ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ, თემურ ბასილია უკანონოდ იქნა მსჯავრდებული.

 


ცნობისთვის: 2011 წლის 26 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ თემურ ბასილიას მიანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი.

 


თემურ ბასილიას კანონიერ ინტერესებს, ადვოკატები: არჩილ კაიკაციშვილი და გია ტაბლიაშვილი წარმოადგენს. ამჟამად, თემურ ბასილიას ადვოკატები იმედოვნებენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმის გადახედვას არ გააჭიანურებს და უკანონო განაჩენის გადახედვა არ გახანგრძლივდება.

 


თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, საქმეზე სხდომა 2017 წლის 14 სექტემბერს, 14:00 საათზე განახლდება“, ნათქვამია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 1
#1   გურამი
      
უნდა არსებობდეს მოსამართლეთა დასჯის რაიმე მექანიზმი!უნდა ხდებოდეს ასეთი მოსამართლეების დასჯა: წარმოიდგინეთ ერთ მშვენიერ დღეს თქვენ სამარშუტო მიკროავტობუსით მიემგზავრები ქალაქგარეთ სადმე დასასვენებლად და უცბად ერთი გარეწარი და თავზეხალაღებული მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ეჯახება შენს მიკროავტობუსს და ხევში აგდებს, უმძიმეს ტრამვებს ღებულობს მიკროავტობუსის 13 მგზავრი შენ კი ორი უმძიმესი ოპერაციის შემდეგ კარგავ მარჯვენა ფეხს, ამ უბედურებას ის ემატება რომ ამპუტაციის შემდეგ ჭრილობა არ ხორცდება და მთელი ეს პერიოდი, უკვე 14 თვეა გასული, მკურნალობ სხვადასხვა კლინიკებში და დღემდე მკურნალობას შედეგი არ მოაქვს, ამ დროს კი მოსამართლე გერმანე დადეშქელიანი დამნაშავე მძღოლს ანტალიაში აგზავნის დასასვენებლად და თავის განაჩენში ცინიკურად წერს: დამნაშავე ისწრაფვის დაზარალებულს აუნაზაუროს ზიანი ( ამაზე მეტი დაცინვა რა გინდა? ავარია მოხდა 8 მაისს 2018 წელს და განაჩენი გამოიტანა 2019 წლის 15 თებერვალს, დამნაშავე მძღოლმა კი ყველა დაზარებული ფეხზე დაიკიდა, გარდა მოსამართლე დადეშქელიანისა (მოსამართლემ და დამნაშავე მძღოლმა ერთად გადათვალეს დამნაშავე მძღოლის უკანასკნელი გროშები), და აგრძელებს იქვე: რისი საშუალებაც ჯერ არ აქვსო! ანუ დადეშქელიანმა საიდან დაასკვნა რისი საშუალება ქონდა და რისი არა დამნაშავეს? თავის განაჩენში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მზია ლომთათიძე სიტყვა სიტყვით იმეორებს იგივეს რასაც დადეშქელიანი წერს: დამნაშავის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს! საიდან დაასკვნა მოსამართლემ ან ასე როგორ დაეცა და ასე როგორ გათახსირდა რომ ამას წერს? ზიანის ანაღაურება რომ დომოდა დამნაშავეს უკვე გასულია 14 თვე და მეორეც საიდან დაასკვნა რომ დამნაშავე ცდილობს შეურიგდეს დაზარალებულს? მაშინ , როცა დამნაშავეს დაზარალებული საერთოდ არ უნახავს! აი ასე დაასაბუთეს გერმანე დადეშქელიანმა და მზია ლომთათიძემ დამნაშავის მისწრაფებები! მე წერილით მივმართე შინაგან საქმეთა მინისტრს და გენერალურ პროკურორს სადაც ვითხოვდი დაწყებულიყო სისხლისამართებლივი დევნა დამნაშავე მოსამართლის მიმართ , პასუხათ მივიღე, დუმილი!
5 ივლისი 2019 03:15
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი