ოჰაიოს შტატში ატრაქციონზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი შეეწირა - დაშავებულთაგან სამი, კრიტიკულ მდგომარეობაშია
28-07-2017, 00:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოჰაიოს შტატში ატრაქციონზე მომხდარმა ინციდენტმა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაზიანებები აქვს მიღებული რამდენიმეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 


როგორც სახანძრო განყოფილების უფროსმა, სტივ მარტინმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, დაზარალებული ადამიანები ქალაქ კოლუმბუსში ატრაქციონიდან მოსწყდნენ, რაც ერთი ადამიანისთვის ფატალურად დამთავრდა.

 


დაშავებულთაგან სამი, კრიტიკულ მდგომარეობაშია.

 


შტატის გუბერნატორმა, ჯონ კასიჩმა განაცხადა, რომ ამჟამად ყველა ატრაქციონი დაკეტილია, სანამ უსაფრთხოების ინსპექცია არ შეამოწებს მათ.

 


მან ასევე აღნიშნა, რომ ამ საქმეზე ჩატარდება სრული გამოძიება.

 


ექიმმა რეპორტიორებს დაზარალებულების გასინჯვის შემდეგ განუცხადა: „მგზავრები ატრაქციონს მაღალი სისწრაფით და დიდი ენერგიით 6-9 მეტრის სიმაღლიდან მოსწყდნენ და ატრაქციონისგან შორს დაეშვნენ.“

 


მან აღნიშნა, რომ დარტყმის იმპულსი მანქანის დაჯახების ტოლფასია.

 


როგორც NBC-ს შვილობილი კომპანია (WCMH) იუწყება, დაზარალებულებს შორის არის 13 წლის ბავშვი. ადგილობრივი მედიის თქმით, გარდაცვლილი 18 წლის იყო.

 


ინციდენტი ოთხშაბათ საღამოს, ატრაქციონის გახსნის დღეს მოხდა.

 


მთავარმა ინსპექტორმა, მაიკ ვარტორელამ განაცხადა, რომ ეს ატრაქციონი აქამდე „სამჯერ თუ ოთხჯერ“ იყო შემოწმებული, როგორც თავიანთი ინსპექტორების, ისე „მესამე მხარის“ მიერ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი