აშშ-ის სენატში ობამას ჯანდაცვის აქტის გაუქმების ბოლო მცდელობამაც მარცხი განიცადა - მაკკეინმა და კიდევ ორმა „რესპუბლიკელმა“ „ობამაქეას“ გაუქმებას ხმა არ მისცა
28-07-2017, 01:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების სენატში, დრამატული ღამის შემდეგ, ობამას პრეზიდენტობისას მიღებული ჯანდაცვის აქტის გაუქმების ბოლო მცდელობამაც მარცხი განიცადა.

 


როგორც BBC იუწყება, სულ მცირე სამმა „რესპუბლიკელმა“ - ჯონ მაკკეინმა, სუზან კოლინსმა და ლიზა მურკოვსკიმ - ხმა მისცეს კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელსაც უბრალო უმრავლესობა სჭირდებოდა გასასვლელად.

 


ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტის გაუქმების მომხრე 49 სენატორი იყო, მოწინააღმდეგე 51. ეს უკვე „ობამაქეას“ გაუქმების მესამე წარუმატებელი მცდელობაა.

 


სენატის უმრავლესობის ლიდერმა, „რესპუბლიკელმა“ მიტჩ მაკკონელმა აღნიშნულს „სამწუხარო მომენტი“ უწოდა.

 


კენჭისყრის პროცესი დაყოვნდა, რადგან „რესპუბლიკელების“ ლიდერები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ თავიანთი პარტიის წევრები, ხმა მიეცათ „ობამაქეას“ გაუქმებისთვის.

 


ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ჯონ მაკკეინს 20 წუთზე მეტხანს ესაუბრებოდა, მაგრამ შემდეგ მაკკეინი მიუახლოვდა „დემოკრატების“ ჯგუფს, რომლებიც მისი ნახვით ბედნიერები ჩანდნენ.

 


ბარაქ ობამას მიერ 2010 წელს მიღებული ჯანდაცვის ხელმისაწვდომი რეფორმა, რომელიც ცნობილია, როგორც „ობამაქეა“ (Obamacare) დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მთავარი სამიზნე იყო და „რესპუბლიკელი“ საპრეზიდენტო კანდიდატი მისი გამარჯვების შემთხვევაში ამომრჩეველს აღნიშნული კანონის დაუყოვნებლივ შეცვლას ჰპირდებოდა, თუმცა თეთრ სახლში შესვლიდან 6 თვის თავზე მან მისი წინამორბედის მიერ 7 წლის წინათ მიღებული კანონის შეცვლა ვერ მოახერხა.

 

 

ტრამპის მიერ სენატში შეტანილი ახლანდელი გეგმა ინარჩუნებდა „ობამაქეას“ მიერ დაწესებულ გადასახადებს მდიდრებზე, მაშინ როცა ნებას რთავდა დამზღვევ კომპანიებს შეეთავაზებინათ დაფარვის ნაკლები პაკეტი და აწესებდა მკვეთრ შემცირებებს ღარიბი მოქალაქეების ჯანდაცვის პაკეტებზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი