კახა კალაძე: ტურისტული განვითარების მთლიან კონცეფციაში განვიხილავთ ერთ-ერთ მიმართულებად ღამის თბილისის განვითარებასა და კეთილმოწყობას
28-07-2017, 02:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე უახლოეს მომავალში დედაქალაქში განსახორციელებელი პროექტების შესახებ საკუთარ ხედვას წარადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით კალაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ერთ-ერთი მიმართულება თბილისის ღამის ცხოვრების განვითარება იქნება.

 

 

მერობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან.

 

 

„სიცოცხლით სავსე ქალაქი“ - ეს არის თბილისის ცხოვრება. უახლოეს მომავალში ჩვენ ვგეგმავთ, წარმოვადგინოთ ჩვენი ხედვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ მომავალი წლების განმავლობაში. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა თბილისის ღამის ცხოვრების განვითარება. არ იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ გართობა ან დასვენება არ არის, პირიქით, ეს პირდაპირ კავშირშია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ჩვენი სიცოცხლით, ენერგიით სავსე ახალგაზრდების ჩართულობასთან. მე ნამდვილად მეამაყება და მიხარია ის, რომ ყოველწლიურად ტურისტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში იზრდება, თუმცა, ასეთი პროექტების განხორციელებით ჩვენ შევძლებთ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ, უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს ჩვენი ქვეყანა და ქალაქი უცხოელებისთვის. ჩვენ ტურისტული განვითარების მთლიან კონცეფციაში განვიხილავთ ერთ-ერთ მიმართულებად ღამის თბილისის განვითარებასა და კეთილმოწყობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება სტიმული დასვენებისა და ამ მიმართულებით ბიზნესის კეთების მსურველებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, ეს იქნება ღამის წესრიგის დამყარება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა თუ ხმაურისა და სიწყნარის ზონების გააზრებული გამიჯვნა და დაგეგმარება. ეს პროექტი არის მთლიანად ახალგაზრდული, მათი ინტერესისა და მოტივაციის სფერო და ჩვენ, ყველამ ძალღონე არ უნდა დავიშუროთ მათი იდეების განხორციელებისათვის", აღნიშნავს კახა კალაძე ვიდეომიმართვაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი