პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ პრემიერ მინისტრ ნავაზ შარიფს პანამის დოკუმენტებზე მიმდინარე გამოძიების შემდეგ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა
28-07-2017, 03:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის პრემიერ მინისტრს, ნავაზ შარიფს საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა მას შემდეგ, რაც მის მიმართ კორუფციის ბრალდებით გამოძიება წარიმართა.

 


სასამართლოს განაჩენი 2015 წელს პანამას დოკუმენტების გამჟღავნებასთან კავშირშია და შარიფის ოჯახის სიმდიდრეს, კერძოდ მისი შვილების ოფშორულ კომპანიებთან კავშირებს ეხება.

 


პრემიერ მინისტრი შარიფი აღნიშნულ საქმეში ყოველთვის უარყოფდა რაიმე კანონდარღვევას.

 


გადაწყვეტილება სასამართლოს ხუთკაციანმა კოლეგიამ ერთსულოვნად მიიღო. „როიტერსის“ ცნობით, უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთმა მოსამართლემ ეჯაზ აფზალ ხანმა განაცხადა, რომ შარიფს უკვე აღარ აქვს „უფლება, იყოს პარლამენტის ნამდვილი წევრი“.

 

 

პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჩაუდჰრი ალი ხანმა უფრო ადრე ურჩია შარიფს, რომ მიეღო სასამართლოს პარასკევის ვერდიქტი.

 

 

BBC-ის ცნობით, სასამართლო ანტიკორუფციულ საქმეებს რამდენიმე ინდივიდის, მათ შორის ნავაზ შარიფის, მისი ქალიშვილის მარიემის და სიძის, საფდარის, ფინანსთა მინისტრის იშაყ დარის და სხვების წინააღმდეგ განიხილავდა.

 

 

შარიფს, რომელიც რეკორდული, მესამე ვადით მსახურობდა ქვეყნის პრემიერ მინისტრად, ერთ წელიწადზე ნაკლები დრო აცილებდა გამხდარიყო პირველი პრემიერ მინისტრი პაკისტანის ისტორიაში, რომელიც თანამდებობაზე სრული ვადით ყოფნას დაასრულებდა.  

 

 

იგი პრემიერ მინისტრის პოსტზე 1990 წლის ნოემბრიდან 1993 წლის ივლისამდე და 1997 წლიდან 1999 წლის ოქტომბრამდე, მანამ მსახურობდა, სანამ უსისხლო სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ჩამოაგდებდნენ.

 


არც ერთ სამოქალაქო პრემიერ მინისტრს პაკისტანში 5-წლიანი ვადა არ დაუსრულებია.

 

 

2016 წელს პანამის დოკუმენტების გამჟღავნების შედეგად გაირკვა, რომ შარიფის სამი შვილი ფლობდა ოფშორულ კომპანიებს და აქტივებს, რომლებიც ოჯახის ქონებრივ დეკლარაციაში არ ყოფილა ნაჩვენები.

 


კომპანიები, რომლებიც არ იხდიდნენ გადასახადებს, სავარაუდოდ, ოფშორულ თანხებს იყენებდნენ უცხოური ქონებების, მათ შორის ლონდონის მეიფეარის მიმდებარედ „პარკ ლეინის“ გასწვრივ საცხოვრებელი სახლების შესაძენად, იუწყება BBC.

 

კომენტარები: 1
#1   რომანოზი
      
აი რა არის მისაბაძი. მაგრამ საქართველო და სამართალი......
28 ივლისი 2017 03:13
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი