ამერიკის საკრუიზო გემზე მამაკაცმა თავისი ცოლი მასზე „დაცინვისთვის“ მოკლა
28-07-2017, 08:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როგორც შტატ ალიასკის პოლიცია იუწყება, ეჭვმიტანილმა ცოლი იმიტომ მოკლა, რომ ის „მასზე დაცინვას არ წყვეტდა“. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

 


კენეტ მანზანარესს ბრალი ედება თავისი, 39 წლის, ცოლის მკვლელობაში, რომლის სხეული, თავზე სასტიკი იარებით, თავიანთვე კაიუტაში იპოვეს.

 


მანზანარესის სასამართლოს მიერ დანიშნულ ადვოკატს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

 


მსხვერპლის ვინაობა ამერიკის მედიის მიერ იქნა დადგენილი, როგორც კრისტი მანზანარესი იუტადან.

 


დოკუმენტების მიხედვით, მოწმე, რომელიც კაიუტაში დაცვის აგენტების მისვლამდე შევიდა, აცხადებს, რომ მან დაინახა როგორ ათრევდა 39 წლის ეჭვმიტანილი თავისი ცოლის გვამს აივნისკენ.

 


მოწმე სწვდა მსხვერპლს კოჭებში და უკან გამოქაჩა.

 


როდესაც მან კენეტ მანზანარესს ჰკითხა რა მოხდა, მან, როგორც ამტკიცებენ, უპასუხა: „ის არ წყვეტდა ჩემ დაცინვას.“

 


დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ როდესაც FBI-მ (ფედერალური საგამოძიებო ბიურო) ეჭვმიტანილი დაკითხა, მან განაცხადა: „ჩემი ცხოვრება დასრულებულია.“

 


ინციდენტი სამშაბათს, ღამეს, საკრუიზო გემ „ემერალდის პრინცესა“-ზე მოხდა. გემი კვირას 3,800 ადამიანთან ერთად სიეტლიდან გაემგზავრა ერთკვირიან მოგზაურობაში.

 


კრისტი მანზანარესს თავისი დამსაქმებელი აღწერს, როგორც „ღვაწლმოსილ და მოსიყვარულე დედას, რომელიც ცდილობდა შეემსუბუქებინა საქმიანი გრაფიკი და ბავშვები პრიორიტეტად ექცია.“

 


საქმეს ფედერალური საგამოძიებო ბიურო (FBI) იძიებს, რადგან შემთხვევა შეერთებული შტატების ტერიტორიულ წყლებში მოხდა. წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გემით მოგზაურობისას ოჯახის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ, მაგრამ მათზე ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

 


მისტერ მანზანარესი ანქორაჯის ფედერალურ სასამართლოში ვიდეოკავშირით წარსდგება ჯუნეაუდან, სადაც ის დააკავეს. მოსმენა 10 აგვისტოსთვისაა დაგეგმილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი