ჩრდილოეთ კორეამ მორიგი რაკეტა გაუშვა, რომელიც იაპონიის ტერიტორიულ წყლებში დაეშვა
28-07-2017, 10:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეამ მორიგი რაკეტა გაუშვა, რომელმაც 3 000 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწია და რომელიც იაპონიის ტერიტორიულ წყლებში დაეშვა. ინფორმაციას BBC იაპონიის მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

Associated Press-ის უფრო ადრინდელი ცნობით, იაპონიის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ფხენიანის გაშვებული რაკეტა სავარაუდოდ იაპონიის ზღვაში დაეშვა და ოფიციალური პირები რაკეტის გაშვებასთან დაკავშირებით ანალიზს ახდენენ. შინძო აბემ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევისკენ მოუწოდა.

 

 

ვაშინგტონში, პენტაგონის წარმომადგენელმა, საზღვაო ძალების კაპიტანმა ჯეფ დევისმა დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეიდან ბალისტიკური რაკეტის გაშვება გამოავლინეს.

 


მან თქვა: „ჩვენ შეფასებას ვახდენთ და მალე გვექნება მეტი ინფორმაცია“.

 

 

ივლისის დასაწყისში, 4 ივლისს, ფხენიანმა განაცხადა, რომ პირველად, წარმატებით გამოსცადა კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც როგორც ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების კონტინენტზე, კერძოდ, ალიასკაზე წვდომის შესაძლებლობა გააჩნდეს. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი