თბილისში სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა პირველი სარეაბილიტაციო-სასტუმრო ცენტრის მშენებლობა დაიწყო
29-07-2017, 02:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, სოფელ დიღომში „ბედნიერი სახლის" მშენებლობა დაიწყო. სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო-სასტუმრო ცენტრი იქნება პირველი სახლი, სადაც სიმსივნით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები უფასოდ სარეაბილიტაციო მზრუნველობის მომსახურებას მიიღებენ.



ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სოციალური პროექტის ინიციატორი ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდია. ფონდის დამფუძნებლის, თინათინ ჩხვიმიანის განცხადებით, სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის სარეაბილიტაციო სასტუმრო-სახლის აშენების იდეა 2011 წელს ბერი ანდრიას სახელობის ფონდის გამოცდილებით, ონკოცენტრის ბავშვთა განყოფილების პაციენტების მდგომარეობის შესწავლის შემდეგ ჩატარებული კვლევის შედეგად გაჩნდა.


„ამ იდეას ფრთა შეესხა 2015 წელს, როდესაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სოფელ დიღმის ტერიტორიაზე 6500 კვ.მ ფართობი გადმოგვცა სარეაბილიტაციო სასტუმრო-სახლის ასაშენებლად. ეს სახლი ერთდროულად 20 ბავშვს და მშობელს 24 საათიან მომსახურებას გაუწევს. აქ იქნება ასევე დღის ცენტრი, სადაც 50 ბავშვი და მათი მშობლები დღის განმავლობაში მიიღებენ საჭირო მომსახურებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ბედნიერი სახლის“ სასწავლო-სარეაბილიტაციო სახელოსნოებში იქნება სწავლა და შრომა, რაც საწინდარია იმისა, რომ სოციალურად დაუცველი მშობლები დასაქმდებიან, გამოჯანმრთელებული ბავშვები კი დამატებით უნარებს შეიძენენ“, განაცხადა თინათინ ჩხვიმიანმა.


სარეაბილიტაციო სახლი, რომლის მშენებლობაც 2019 წლის ზაფხულში დასრულდება, სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს:


1. ერთდროულად 20 ბავშვს და მშობელს 24 საათიან მომსახურებას გაუწევს;


2. დღის ცენტრი, სადაც 50 ბავშვი და მათი მშობლები დღის განმავლობაში მიიღებენ საჭირო მომსახურებას;


3. სასწავლო-სარეაბილიტაციო სახელოსნოებში სწავლა და შრომა, რაც საწინდარია იმისა, რომ სოციალურად დაუცველი მშობლები დასაქმდნენ, გამოჯანმრთელებული ბავშვები კი შეიძენენ დამატებით უნარებს.

 

 

„უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, იყო დღეს აქ და ემოციურად მიიღო მონაწილეობა იმ ყველაფერში, რაც ხდება. ეს არის ინიციატივა, რომელიც ეძღვნება სიცოცხლეს და სწორედ ბავშვების რეაბილიტაცია არის საერთო გამარჯვების უმნიშვნელოვანესი ნაწილი. მინდა წარმატებები გისურვოთ“ განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი გახარიამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.



შენობის საძირკველში კაფსულის ჩადების სიმბოლური ღონისძიების დაწყებამდე, მთავრობის წევრებმა, რომლებიც აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ, ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარების ნამუშევრები დაათვალიერეს, რის შემდეგაც ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დალოცვის ტექსტი წაიკითხა და შენობის საძირკველი აკურთხა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი