ინგლისში, მძღოლმა 1 საათის წინ ნაყიდი 200,000-ფუნტიანი, „ფერარის“ მაღალი სიჩქარით მართვისას კონტროლი დაკარგა, ავტომანქანა რამდენიმეჯერ ამოტრიალდა და მაგისტრალიდან გადავარდა
29-07-2017, 03:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მძღოლმა თავისი ახალთახალი, 1 საათის წინ ნაყიდი 200,000-ფუნტიანი, „ფერარის“ მაღალი სიჩქარით მართვისას კონტროლი დაკარგა, ავტომაგისტრალიდან გადაუხვია და მინდორში აღმოჩნდა, რის შემდეგაც ავტომანქანა მალე ცეცხლში გაეხვა.

 


როგორც BBC იუწყება, ძვირადღირებული ფერარი „სკუდერია 430“ ინგლისში, ხუთშაბათს, შუადღისას, სამხრეთ იორკშირში რამდენიმეჯერ ამოტრიალდა და ავტომაგისტრალიდან გადავარდა. ავტომობილმა 50 მეტრი გაიარა და შემდეგ მთლიანად ცეცხლში გაეხვა, რომელიც მეხანძრეებმა ჩააქრეს.

 


ავტომანქანიდან გადმოსვლისას მძღოლს მხოლოდ დაჟეჟილობები და ჭრილობები აღენიშნებოდა.

 


პოლიციამ აღწერა, თუ როგორ აიჭრა ჰაერში მანქანა.

 

 

 


სამხრეთ იორკშირის პოლიციის დეპარტამენტმა „ფეისბუქზე“ განაცხადა: „ოფიცრებმა ჰკითხეს რა მარკის ავტომობილი ჰყავდა დაზარალებულს. მან უპასუხა, რომ ავტომობილი ფერარი გახლდათ.“

 


„მძღოლმა ბოლოს დაამატა, რომ ეს ავტომობილი მხოლოდ ერთი საათის ნაყიდი ჰქონდა“.

 

 

(ახალი ფერარი „სკუდერია 430“)

 


პოლიცია დაჟინებით მოუწოდებს მძღოლებს უფრო ფრთხილად იარონ გზებზე.

 


„გასულ კვირებში იყო რამდენიმე დაჯახება, როდესაც ტარების სტილზე გავლენა არ მოუხდენია გზებს და ამინდს. გთხოვთ, უფრო ფრთხილად იაროთ.“

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი