„ჩაკეტილი ჰყავთ ისრაელში ქართველები მაიმუნებივით, ძაღლებივით და ღორებივით... ქართველო ერო, ხმა ამოიღე“, - ისრაელში ქართველებისადმი დისკრიმინაციულ მოპყრობაზე განცხადება ვრცელდება
29-07-2017, 09:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოდან ისრაელში ჩასული საქართველოს მოქალაქეების უკან გამობრუნების, მათი საზღვარზე არშეშვებისას მათდამი არაადამიანური მოპყრობის შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს ერთ-ერთი მოქალაქე, გიორგი შალვაშვილი, რომელიც ირწმუნება, რომ ისრაელში საქართველოდან ჩასულების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას აქვს ადგილი, რაც არანაიარად არ ჯდება ქართველების და ებრაელების 26-საუკუნოვან მეგობრობაში.

 


„უამრავი ავადმყოფი მოაბრუნეს საზღვრიდან, უამრავი ავადმყოფი, რომელსაც ოფიციალური საბუთები ჰქონდა, რომელიც ოფიციალური საბუთებით მიდიოდა, მიმართვით, სამკურნალოდ, გამოსაკვლევად და დაუმძიმდათ მათ ის ავადმყოფობა იმიტომ , რომ 3-4 დღე გაუსაძლის რეჟიმში, ‘კლეტკებში’ კეტავენ ადამიანებს. რატომ? იმიტომ, რომ ქართველები არიან, დიახ იმიტომ, ხმამაღლა ვიტყვი. და ზუსტად ვიცი, რომ ეს ასეა, იმიტომ, რომ ჩემი არაერთი მეგობარი წასულა, და არაერთი მეგობარი ‘გამოუბუნძულებიათ’ უკან. ძალიან ცუდია ეს. მე არ ვამბობ, რომ საზღვარი გახსენით და ვისაც როგორ უნდა ისე წავიდეს და წამოვიდეს, არა. ელემენტარულად, ადამიანობას იმსახურებენ, და თუ არ გჭირდება ის ადამიანი და ქართველი ხარ, აჰა, ქართველი ხარ? დავაი ციხეში, არც გიხსნიან რატომ. არ აგენიბენებენ მშობელს, არა აგებინებენ ოჯახის წევრებს, რომ ციხეში ჰყავთ ჩასმული და სალაფავს აჭმევენ და დაგუბებულ წყალს ასმევენ და საშინელ რეჟიმში ჰყავთ. ასე არ შეიძლება...

 


„სხვა ქვეყნებიც აბრუნებენ ადამიანებს უკან, მაგრამ აეროპორტებში სხედან და შემდეგ რეისს ელოდებიან. შეიძლება 2-3 საათი მოუწიოთ, შეიძლება 24 საათიც, მაგრამ სხედან აეროპორტში ადამინურად ადამიანები და დეპორტაციის საბუთით აბრუნებენ უკან თუ რითი, არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, მოფრინავენ შემდეგი რეისით თავიანთ ქვეყნაში - სამი დღე, ოთხი დღე, ჩაკეტილი გყავს ეს მაიმუნებივით და ძაღლებივით და ღორებივით, ეს საპატიებელი არ არის და ქართველო ერო, ხმა ამოიღე. დიახ, უნდა ამოიღოთ ხმა და უნდა ამოვიღოთ ხმა სუყველამ და საერთოდ, რით ვერ გაიგეთ, რომ ვერ გვიტანენ და ნუღარ მიდიხართ“, ამბობს შაბათს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ინტერნეტმომხმარებელი გიორგი შალვაშვილი (მისი სახელი და გვარი „ფეისბუქზე“ ინგლისურადაა დაფიქსირებული, George Shalvashvili).

 

 

კომენტარები: 1
#1   ვაჟა
      
დალოცვილებო რატო მიდიხართ,ერთი და იგივე ტრიალებს უკვე წლებია, აეროპორტს არ გვაშორებენ, არა ადამიანურად გვეპყრობპიან, გვაშიმშილებენ და ა. შ. მაგათმა 30-ვერცხლად ქრისტე გაყიდეს და ჯვარს აცვესდა რა გიკვირთ, დაანებეთ თავი და შევეშვათ, მაგრამ კარგად დაიმახსოვრეთ და არ დაგავიწყდეთ...
29 ივლისი 2017 10:13
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი