ავსტრალიის პოლიციამ თვითმფრინავის ჩამოგდების ტერორისტული აქტი ჩაშალა - ქვეყნის აეროპორტებში უსაფრთხოების დამატებითი ზომებია მიღებული
30-07-2017, 02:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავსტრალიაში კონტრ-ტერორისტულმა პოლიციამ თვითმფრინავის ჩამოგდების ტერორისტული აქტი აღკვეთა. ინფორმაციას ქვეყნის პრემიერ მინისტრ მალკოლმ ტერნბულის განცხადებაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

 


ავსტრალიის ლიდერმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სიდნეის გარეუბნებში რეიდებისას ოთხი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც ავსტრალიის ფედერალური პოლიციის კომისრის ანდრიუ კოლვინის თქმით, სავარაუდოდ ისლამისტებთან კავშირში იმყოფებიან. 

 


გამომძიებლების თქმით, მათ რეიდების დროს ამოიღეს ნივთიერებები, რომელიც შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო ასაფეთქებელი მოწყობილობებისთვის.

 


ტერნბულმა განაცხადა, რომ რეიდები „ერთობლივი კონტრ-ტერორისტული ოპერაციის“ ფარგლებში განხორციელდა, ქვეყნის შიდა და საერთაშორისო აეროპორტებში კი უსაფრთხოების დამატებითი ზომებია მიღებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი