კონსტანტინე გამსახურდია: ბატონებო, მივმართავ „ქოცთა“ მხარეს, თუნდაც მოგებულ არჩევნებში აღიარება ლანგრით რომ მოგართვეს, ეს არაფერია?
30-07-2017, 04:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს ეხმაურება საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, პოლიტიკოსი კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც სააკაშვილის მმართველობის დადებით და უარყოფით მხარეებზე აკეთებს აქცენტს და ქვეყნის პირველი და მესამე პრეზიდენტების შედარებისას ამბობს, რომ „დევნილი ზვიად გამსახურდია ბოლოს ყველამ გაწირა, ცხადია ღმერთის გარდა და მან ამ ღმერთის გზა თავისებური გოლგოთით გაიარა. დევნილ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური თვალსაზრისით უკეთ აქვს საქმე: მას მხარში ასე თუ ისე უდგას ტრამპი, სახელმწიფო დეპარტამენტი“. 

 


კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც სააკაშვილის მმართველობისას დაახლოებით წელიწადნახევარი ელჩის თანამდებობაზე მსახურობდა, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა მართლმსაჯულებამ, რომელიც „მიწისქვეშა გვირაბით“ არის „მიერთებული ბიძინას შუშის სასახლესთან“ „შევარდნაძიზმის ფაქტობრივი რესტავრაცია მოახდინა“ და „შევარდნაძის ფინანსურ-პოლიტიკური ელიტა, საკმაოდ შეშინებული მიშას პერიოდში, დღეს მშვიდი, კმაყოფილი და წელგამართულია“.

 

 

გამსახურდია მიიჩნევს, რომ „ოცნების“ მეხუთე წელი გამოირჩევა „უკუსვლით არაერთ სფეროში, მმართველი გუნდის პოლიტიკური თაღლითობების კასკადით“.  

 


„ობიექტური ხედვის გამომუშავებაში მე ხელს არ მიშლის ის გარემოება, რომ დაახლოებით 8 წელიწადი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასთან მწვავე ოპონირების რეჟიმში ვიყავი, დაახლოებით წელიწადნახევარი კი როგორც ელჩი იმ სახელმწიფოს სამსახურში, რომელსაც იმ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილი მეთაურობდა. იმიტომ, რომ დავინახე გარკვეული ევოლუცია. რიგ სფეროებში გამოიკვეთა პროგრესი, იყო მნიშვნელოვანი წინსვლა, სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ოპოზიციასთან საუბრის ტონი შეცვალეს. ყველაზე დიდი სიმპტომი ამ პროგრესისა იყო 2012 წლის არჩევნებში მმართველი გუნდის მხრიდან დამარცხების აღიარება და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა. ბატონებო, მივმართავ „ქოცთა“ მხარეს, თუნდაც მოგებულ არჩევნებში აღიარება ლანგრით რომ მოგართვეს, ეს არაფერია?

 


„გასაგებია, რომ იყო მძლავრი პრობლემები სასჯელაღსრულების სფეროში. სასამართლო ფაქტიურად არ არსებობდა თავისი ნულოვანი დამოუკიდებლობით. იყო ქონების წართმევები და კერძო საკუთრების აბუჩად აგდება. მანიაკებით გაიძეძგა განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონის ძალოვანი უწყებები. 2007 და 2011 წლების მიტინგების დარბევისას დრაკონული სისასტიკე იქნა გამოჩენილი. ასევე დეტალურად შესასწავლია 2008 წლის რუსეთის აგრესიისას და 5 დღიანი ომისას ჩვენი მხარის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა ადექვატურობა და მართლზომიერება სტრატეგიული და ტაქტიკური თვალსაზრისით.

 


„მაგრამ „ოცნების“ მართლმსაჯულება, მიწისქვეშა გვირაბით მიერთებული ბიძინას შუშის სასახლესთან ამას არ აპირებს. ზუსტად ისევე, როგორც არ აპირებს გამოიძიოს ზვიად გამსახურდიას მკვლელობა. მათ უყვართ საუბარი „საშინელ 9 წელზე“. მაგრამ არა „საშინელ 11 წელიწადზე“, 1992 წლიდან 2003 წლის ნოემბრამდე. ან კი როგორ დაარქმევენ მაშინდელ მოვლენებს თავის სახელს, როდესაც შევარდნაძიზმის ფაქტობრივი რესტავრაცია მოახდინეს? როდესაც შევარდნაძის ფინანსურ-პოლიტიკური ელიტა, საკმაოდ შეშინებული მიშას პერიოდში, დღეს მშვიდი, კმაყოფილი და წელგამართულია? სამაგიეროდ ხელისუფლება გაგვიმასპინძლდა მედროვე-ოპორტუნისტის და 9 მთავრობაზე გადამხტარი ხაინდრავას „ჰეროკრატიით“.

 


„და რითი გამოირჩევა „ოცნების“ მეხუთე წელი? უკუსვლით არაერთ სფეროში, მმართველი გუნდის პოლიტიკური თაღლითობების კასკადით, მთავრობით, რომელშიც მინიმუმ 5 ბანკირია, პარლამენტით, რომელშიც სულ ცოტა 20 მილიონერი ზის, ასევე მაჟორიტარული ნეოფეოდალიზმისთვის ახალი სტიმულის მიცემით.

 


„ახლა ვნახოთ ვინ სდევნის მიხეილ სააკაშვილს: ბიძინას ეფემერული „მართლმსაჯულება“, რომელიც მოითხოვს მის ექსტრადიციას, პუტინის აგრესიულ- სპეცსამსახურული „დერჟავნიკული“ მანქანა, ასევე უკრაინელი ოლიგარქები, რომელთა კორუფციაც მართლაც კოსმიურ-სიურეალისტურ მასშტაბებს აღწევს. აქ ყველაფერი ნათელი არ არის?“, ამბობს კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც ამჟამინდელი საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ნეგატიურ როლსაც ეხება სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით. 

 


„ასევე გაუგებარია რას ნიშნავს მარგველაშვილის განცხადება, რომ ექსპრეზიდენტმა უარი განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე, რომლის ამომრჩეველმა მას ორჯერ ანდო უმაღლესი პოსტი. როდის განაცხადა უარი? თვითონ აიღო და „ექს ოფიციო“ ჩამოართვა. ნუ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას და ექნებოდა სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა.

 


„დევნილი ზვიად გამსახურდია ბოლოს ყველამ გაწირა, ცხადია ღმერთის გარდა და მან ამ ღმერთის გზა თავისებური გოლგოთით გაიარა. დევნილ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური თვალსაზრისით უკეთ აქვს საქმე: მას მხარში ასე თუ ისე უდგას ტრამპი, სახელმწიფო დეპარტამენტი.

 


P.S. საქმე აქამდე არ მივიდოდა, მიხეილ სააკაშვილს მმართველი გუნდისთვის დროზე რომ ჩამოეცილებინა ადეიშვილი, მერაბიშვილი და რამოდენიმე პათოლოგიური სახე, რომლებიც ბოლო ხანებში „ევროპულ საქართველოში“ გამოჩნდნენ. ასევე არ დაეუთოვებინა ოპოზიცია იმ მიამიტური რწმენით, რომ ხელისუფლების მხრიდან „ნასოსით“ და რესურსებით ნაბერი ქდმ მთლიანად აითვისებს ოპოზიციურ სპექტრს ელექტორატთან ერთად. როდესაც ვაკუუმს ქმნი, ის აუცილებლად დემონებს შეისრუტავს“, წერს კონსტანტინე გამსახურდია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

 

კომენტარები: 2
#2  ნიკოლოზ სამადაძე
      
ეს სტატია ის შემთხვევაა, როცა პოლიტიკოსიც და ჟურნალისტიც თანაბარი სიძლიერის მოაზროვნეები არიან. ზოგიერთ სააგენტოზე წააწყდები მხოლოდ სათაურს და რომელიმე პოლიტიკოსის ნაწერს ბრჭყალებში ჩასმული და მორჩა. არავითარი შესავალი და განვრცობა აზრის. ვაკვირდები ამ სააგენტოს, გარდიანს და მინდა ვთქვა, რომ ზომიერი, დაბალანსებული და მრავალფეროვანია, ყველაზე მეტად მომწონს მისი მსოფლიოს რუბრიკა, ალბათ იმიტომ რომ მსოფლიო პოლიტიკა მაინტერესებს, და ძალიან სრულყოფილი და დახვეწილია, ქართულ სააგენტოებში მგონი არცერთს სხვას ასე ღრმად არ აქვს გაშლილი თემები. წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო.
30 ივლისი 2017 15:38
#1   ხათუნა
      
როცა ასე წერენ პოლიტიკაზე,პოლიტიკა-პოლიტოლოგიის არსსა და მიზანს ვხედავ.ოდესმე სამსახურეობრივად მევალებოდა ბიზნესს და პოლიტიკურ საგაზეთო სტატიათა კითხვა და სრულიად შემძულდა ერთიცა და მეორეც.აფერუმ ავტორს!
30 ივლისი 2017 07:53
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი