BBC: აშშ და საქართველო პირველად ატარებენ ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნებს, რუსეთი კი მისი სამხედრო-საზღვაო ძალებით იწონებს თავს
30-07-2017, 10:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ პირველად მათი ურთიერთობის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნები წამოიწყეს მაშინ, როცა კავკასიური სახელმწიფო ცდილობს მტკიცე ნაბიჯების გადადგმას NATO-ში გაწევრიანების გზაზე. ამის შესახებ BBC წერს.

 


ქვეყანას ამ კვირაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ეწვევა და მოელიან, რომ იგი მხარს დაუჭერს აღნიშნულ გეგმას, რომელსაც რუსეთი მკაცრად ეწინააღმდეგება.

 


როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) აღნიშნავს, საქართველოს და რუსეთს ორი მოწყვეტილი რესპუბლიკის გამო დაძაბული ურთიერთობები ჰქონდათ და 2008 წელს მათ შორის ხანმოკლე ომი გაჩაღდა.

 


რუსეთმა კვირას თავისი სამხედრო ძალების ჩვენება მოაწყო სანკტ-პეტერბურგში, რომელშიც პრეზიდენტი პუტინი მონაწილეობდა.

 


როგორც BBC იუწყება, აშშ-საქართველოს სამხედრო წვრთნებში, რომელსაც მეტსახელად „ღირსეული პარტნიორი“ ჰქვია, ჩართულია 1,600 ამერიკელი და 800 ქართველი სამხედრო.

 


BBC წერს, რომ წვრთნებზე, რომელშიც სხვა სახელმწიფოებიც არიან ჩართულნი, მათ შორის დიდი ბრიტანეთიც, და რომელიც 12 აგვისტომდე გაგრძელდება, შეერთებულმა შტატებმა ასევე განალაგა „M1A2 Abrams“-ი, მთავარი საბრძოლო ტანკი და „M2 Bradley“-ის საბრძოლო სატრანსპორტო საშუალებები.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ „უპრეცედენტო“ წვრთნები „ნათელს ხდის ნატო-ს წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების მკაფიო მხარდაჭერას საქართველოსადმი“.

 


მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ნატო-ს წევრი, მას ნებაყოფილობით შეაქვს წვლილი ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალაში - სახმელეთო, საჰაერო, სამხედრო-საზღვაო და სპეცოპერაციების დანაყოფების მრავალეროვან ძალაში, რომელიც ალიანსის მიერ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად შეიძლება განლაგდეს.

 


2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მოსკოვმა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი თვითგამოცხადებული რესპუბლიკების, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპაცია განახორციელა.

 


იმ დროს, როცა საქართველოში ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები იმართებოდა, ვლადიმერ პუტინი სანკტ-პეტერბურგში სამხედრო-საზღვაო ძალების დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ღონისძიებას ესწრებოდა.

 


50-მდე სამხედრო გემი იყო გამოყვანილი საჩვენებლად ფინეთის ყურესა და სანკტ-პეტერბურგის მდინარე ნევაზე.

 

 

 


პუტინმა მიმართვისას თქვა: „სამხედრო-საზღვაო ძალები არა მხოლოდ ტრადიციულ ამოცანებს უმკლავდება, არამედ შესანიშნავად ართმევს თავს ახალ გამოწვევებს, შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ტერორიზმისა და მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

 


პეტერბურგის გარდა, სამხედრო ჩვენება სხვა ადგილებში გაიმართა და რუსეთმა ასევე თავი მოიწონა სირიის ტარტუსის ბაზაზე სამხედრო-საზღვაო მძიმე ტექნიკის ჩვენებითაც, წერს BBC.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი