ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს
31-07-2017, 02:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

 

 

„ქუთაისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღური თავდასხმის დროს კ.დ.-ს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.   

 


ბრალდების მხარემ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ 20-მდე სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოიკვლია. დაიკითხა ათობით, მათ შორის დანაშაულის თვითმხილველი მოწმე, გამოკვლეული იქნა დოკუმენტალური და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის იარაღი და ყაჩაღური თავდასხმის დროს გ.გ.-ს მიერ გამოყენებული ნიღაბი. 

 


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 5 ნოემბერს, ქალაქ ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე ბრალდებული გ.გ. დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, თავს დაესხა სავალუტო ჯიხურში მომუშავე კ.დ.-ს და იარაღის მუქარით მოსთხოვა თანხა, რაზეც კ.დ.-მ უარი განუცხადა და გაქცევა სცადა, რა დროსაც გ.გ.-მ მას ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ დამიზნებით ესროლა. სროლების შედეგად მიღებული დაზიანებებით კ.დ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გ.გ. მიიმალა, თუმცა იგი 2016 წლის 11 ნოემბერს, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე სამართალდამცავებმა დააკავეს. დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  

 


ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ გ.გ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში (ანგარებით განზრახ მკვლელობა; 

 

 

დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით ყაჩაღობა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება) და   სასჯელის სახედ შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა ოცი წლის ვადით", ნათქვამია განცხადებაში.
 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი