მაიკ პენსმა ესტონეთის, ლატვიის და ლიტვის პრეზიდენტებს უთხრა, რომ თუკი მათ რუსეთის მხრიდან აგრესია დაემუქრებათ, პრეზიდენტ ტრამპის გზავნილი მათდამი ასეთია: „ჩვენ თქვენთან ერთად ვართ“
31-07-2017, 11:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის ერთგულება ბალტიისპირეთის სახელმწიფოების უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით იმ შემთხვევისთვის, თუკი მათ რუსეთის მხრიდან აგრესია დაემუქრებათ.

 


ესტონეთში საუბრისას პენსმა რუსეთს მათი უსაფრთხეობისთვის უდიდესი საფრთხე უწოდა და ნატო-ს მოკავშირეებს უთხრა, რომ „ერთ მათგანზე თავდასხმა, ყველა მათგანზე თავდასხმაა“.

 


პენსის ამ განცხადებას წინ უძღოდა მოსკოვის გადაწყვეტილება რუსეთის აშშ-ის საელჩოსა და საკონსულოებში 755-ით შეამციროს შეერთებული შტატების თანამშრომელთა რაოდენობა 455-მდე, იმავე რაოდენობამდე, რაც მას ჰყავს ვაშინგტონის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში - რაც აშშ-ის სენატის მიერ რუსეთისადმი ახალი სანქციებისთვის ერთსულოვანი მხარდაჭერის სამაგიერო ნაბიჯი იყო.

 


როგორც BBC იუწყება, ესტონეთის, ლატვიის და ლიტვის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ პენსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის გზავნილი მათდამი ასეთია: „ჩვენ თქვენთან ერთად ვართ“.

 


„დონადლ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, შეერთებული შტატები მტკიცედ დგას ერთობლივი თავდაცვის მე-5 მუხლის დასაცავად“, განაცხადა პენსმა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

 


„ძლიერი და ერთიანი ნატო უფრო საჭიროა დღეს, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა მას შემდეგ, რაც მეოთხედი საუკუნის წინათ კომუნიზმი დაეცა“, თქვა მან და დაამატა:

 


„და არც ერთი საფრთხე არ ჩანს იმაზე უფრო დიდი ბალტიის სახელმწიფოებისათვის, ვიდრე აგრესიის აჩრდილი თქვენი არაპგროგნოზირებადი მეზობლიდან აღმოსავლეთით“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი