მომღერალ ჩესტერ ბენინგტონის დაკრძალვის ცერემონია კალიფორნიაში გაიმართა
31-07-2017, 12:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„Linkin Park”-ის 41 წლის სოლისტის, ჩესტერ ბენინგტონის მიერ ლოს ანჟელესში სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებიდან ერთ კვირის შემდეგ მისი დაკრძალვის ცერემონია გაიმართა.

 


როგორც TMZ იუწყება, ცერემონია კალიფორნიაში ჩესტერის სახლთან ახლოს პალოს ვერდესში გაიმართა.

 


სტუმრებს გადაეცათ სამაჯურები და საშვები, რომლებიც გავდა კონცერტის VIP საშვებს ვარსკვლავის გამოსახულებით.

 


ბენინგტონის ცხედარი საკუთარ სახლში 20 ივლისს იპოვეს. გამომძიებლის განცხადებით, ვარსკვლავის გარდაცვალების მიზეზი ცხადად გახლდათ თვითმკვლელობა.

 


დაკრძალვაზე სცენაზე აწყობილი იყო დოლის აღჭურვილობა.

 


დაახლოებით 200 ოჯახის წევრი და მეგობარი დაესწრო მომღერლის დაკრძალვას.

 


სოლისტის გარდაცვალების შემდეგ ჯგუფის ჩანაწერებმა წალეკა დიდი ბრიტანეთის ჩარტები.

 


ბენდი გახდა პირველი ამერიკული ბენდი 50 წლის შემდეგ, რომელმაც სამი ალბომი მოათავსა ტოპ 10-ეულში.

 


ბენდმა წერილით ოფიციალურად მიაგო პატივი დაღუპულ სოლისტს გასულ კვირას.

 


„ჩვენი გულები გატეხილია. შოკისმომგვრელი ტალღები სევდისა და უარყოფის ისევ არხევს ჩვენს ოჯახს, რადგან ჯერ კიდევ გვიჭირს იმის გააზრება, რაც მოხდა“, ეწერა წერილში.

 


„შენ იმაზე მეტი ადამიანის სულს შეეხე, ვიდრე გეგონა.“

 


“Linkin Park” 1996 წელს შეიქმნა და დღემდე გაყიდული აქვს 70 მილიონი ალბომი და მოგებული აქვს ორი გრემი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი