მიხეილ სააკაშვილი: ეს საბჭოური საქციელია - ადამიანს ჩამოართვა მოქალაქეობა და მერე მას გიჟი და დამნაშავე უწოდო
02-08-2017, 03:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეს საბჭოური საქციელია - ადამიანს ჩამოართვა მოქალაქეობა და მერე მას გიჟი და დამნაშავე უწოდო, აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

 

 

კითხვაზე, თქვენი აზრით, რატომ ჩამოგართვათ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა, სააკაშვილი პასუხობს:

 

 

„არ მგონია ეს საიდუმლო იყოს ნებისმიერი მიუკერძოებელი უკრაინელისთვის. ეს იყო პრეზიდენტის მიერ შეუფარავი მცდელობა თავიდან მოეშორებინა მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი უკრაინის შიგნით. ეს საბჭოური საქციელია - ადამიანს ჩამოართვა მოქალაქეობა და მერე მას გიჟი და დამნაშავე უწოდო. ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ მაიდნის შემდგომ უკრაინის პრეზიდენტზე ვსაუბრობთ, გმირზე, რომელმაც ბევრი მოლოდინი შექმნა, მაგრამ რომელმაც იმედები ასე ხელმოცარულად ვერ გაამართლა".

 

 

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ პოროშენკოს გადაწყვეტილება მისთვის მოქალაქობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით არაკონსტიტუციური იყო და ამით საერთაშორისო სამართალიც დაირღვა.

 

 

„მათ უკრაინის კონსტიტუცია დაარღვიეს იმიტომ, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება ვინმეს მოქალაქეობა ჩამოართვას. თვითონ ამას მოქალაქეობის შეჩერებას უწოდებენ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რას დაარქმევ. ეს კონსტიტუციის დარღვევაა. მათ ასევე დაარღვიეს 1961 წლის საერთაშორისო კონვენცია მოქალაქეობის გარეშე მყოფი ადამიანების რაოდენობის შემცირებაზე.

 

 

ისინი ლეგალურ საფუძვლებზე საუბრობენ, მაგრამ არ გაიარეს ლეგალური პროცესი. ამასთან, მათ რაღაც ყალბი დოკუმენტები წარმოადგინეს. მათ ხელმოწერა წარმოადგინეს, რომელიც ჩემი არ არის. ამისი დამტკიცება ძალიან მარტივად შეიძლება", აცხადებს სააკაშვილი.

 

 

კითხვაზე, უკრაინის მთავრობა ამბობს, რომ თქვენ მოქალაქეობის ფორმაზე არ მიუთითეთ, რომ საქართველოში თქვენს მიმართ სამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა. მოქალაქეობა ამ მიზეზით ჩამოგართვეს. იმ აპლიკაციაზე, რომელიც თქვენ გაგზავნეთ, მიუთითეთ, რომ საქართველოში თქვენს მიმართ სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობდა, ყოფილი პრეზიდენტი პასუხობს:

 

 

„მე ყველაფერი სწორად მივუთითე, მაგრამ ეს არ არის რელევანტური. მსოფლიოში არავინ აღიარებს იმ ბრალდებებს კანონიერად. ეს ასეც რომ ყოფილიყო - და ეს სიმართლე არ არის - მათ მაინც არ ჰქონდათ მოქალაქეობის ჩამორთმევის უფლება. ახლა საკითხი ის კი არ არის, რამდენად ლეგალურად მოიქცნენ, არამედ ის, რომ დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინეს. პრეზიდენტმა გადაწყვეტილება ყალბ დოკუმენტზე დაფუძნებით მიიღო. ანუ, ან თვითონ ჩაიდინა დანაშაული, ან მასთან დაახლოებულმა პირმა. ამის შესახებ ხალხმა უნდა იცოდეს. ეს კანონის უდავო დარღევაა.... პრეზიდენტმა ბრძანება ყალბ დოკუმენტს დააფუძნა და დაარღვია კანონი. თუ პრეზიდენტის ოფისი ასე ღიად აყალბებს დოკუმენტებს, ეს შემაშფოთებელი ზარია. გარდა ამისა, აქ მორალური მხარეც არის. ის ლაჩარივით მოიქცა. თუ მოქალაქეობის ჩამორთმევა უნდოდა მაშინ უნდა გაეკეთებინა როცა ქვეყანაში ვიყავი".

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი