შსს-მ თბილისში, შპს „შარავანდის“ ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
02-08-2017, 14:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე შპს „შარავანდის“ ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

 

 

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.

 

 

უწყების ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

 

 

„ცეცხლის ქრობის პროცესში 30-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.

 


შეტყობინება ხანძრის თაობაზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დღეს, 20:07 საათზე შევიდა. პირველი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან 3 წუთში, 20:10 საათზე მივიდნენ. ძლიერი ხანძრის გამო საჭირო გახდა დამატებითი ჯგუფების მობილიზება. პირველივე წუთებში, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის კერის ახლოს მდებარე შენობიდან კომპანიის 10-მდე თანამშრომლის ევაკუაცია განახორციელეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები", აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი