ისტორიული პეტრას ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე უნიკალური მასალები აღმოაჩინეს
02-08-2017, 23:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისტორიული პეტრას ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე, განახლებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, უნიკალური მასალები აღმოაჩინეს.

 

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, არქეოლოგიური მასალა, რომელიც ციხის ერთ-ერთ კოშკში იქნა აღმოჩენილი, ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით თარიღდება.

 

 

„გაირკვა, რომ კოშკი დაიწვა და დაინგრა, იმ პერიოდში ეგრისის სამეფოს ტერიტორიაზე წარმოებული სასტიკი ბრძოლის დროს.

 


კოშკში აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მასალიდან აღსანიშნავია: რკინის საბრძოლო ცულები, სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, მუზარადი, ჯაჭვის პერანგისა და ფარის ნაშთები, მონეტები(95 ცალი); მრავალრიცხოვანი კერამიკული ნაწარმი. აქვე აღმოჩნდა ადამიანის დამწვარი ძვლების ფრაგმენტები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მებრძოლები ციხის დაცვას შეეწირნენ.

 

 

 

 

 

კოშკის დაწვისა და დანგრევის შემდეგ, მისი აღდგენა აღარავის უცდია. ამის გამო, უცვლელად იქნა შემონახული პეტრას ციხეზე VI საუკუნეში წარმოებული სასტიკი ბრძოლის შედეგები.

 


აღმოჩენილი არტეფაქტები მნიშვნელოვანი წყაროა ეგრისის სამეფოს ისტორიისათვის; კოშკში აღმოჩენილი მასალა ასევე საინტერესოა იმდროინდელი საბრძოლო ტაქტიკის, ბრძოლის მეთოდებისა თუ საომარი აღჭურვილობის შესასწავლად", აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი