სასამართლომ ე.წ. კანიბალიზმის საქმესთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულები დამნაშავედ სცნო
03-08-2017, 02:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასამართლომ ე.წ. კანიბალიზმის საქმესთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულები დამნაშავედ სცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

 

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩადენაში ბრალდებულები - დ.კ. და ა.ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით.

 


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბ.შ-მ და ი.ყ.-მ ამ უკანასკნელის დედის მკვლელობა განიზრახეს. 2016 წლის 19 ოქტომბერს, ბ.შ.-მ და ი.ყ.-მ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად ლ.ყ. მისსავე საცხოვრებელ სახლში მოკლეს, გვამი ჩანთაში მოათავსეს და ავტომანქანით გადაიტანეს ბ.შ.-ს ნაქირავებ ბინაში, სადაც სხეული დაანაწევრეს, ხოლო შემდეგ ქ.თბილისის შემოვლითი გზის მე-13 კილომეტრზე მდებარე ყოფილ ნაგავსაყრელზე დაწვეს.

 


დ.კ.-მ და ა.ა.-მ იცოდნენ ბ.შ-ს და ი.ყ-ს მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ, რაც არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს.

 


სამართალდამცველებმა დ.კ 2016 წლის 3 ნოემბერს, ხოლო ა.ა. 4 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ.

 


თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად დ.კ. - ს ორი წლისა და სამი თვის ვადით, ხოლო ა.ა. - ს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი