გერმანელი მანქანათმშენებლები და პოლიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ 5 მილიონი დიზელის ავტომანქანაზე სახიფათო გამონაბოლქვი შეამცირონ
03-08-2017, 02:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანელი მანქანათმშენებლები ცდილობენ შეამცირონ ავტომობილების ჯანმრთელობისთვის სახიფათო გამონაბოლქვი და გამოსავლის საძიებლად ისინი ბერლინში, მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან ერთად შეიკრიბნენ. (ფოტოზე - საცობი ავტომაგსიტრალზე მიუნხენთან ახლოს)

 

 

BBC-ს ცნობით, ისინი შეთანხმდნენ, რომ 5 მილიონი დიზელის ავტომანქანაზე პროგრამული უზრუნველყოფის განახლებით ჯანმრთელობისთვის სახიფათო გამონაბოლქვი შეამცირონ.

 


მას შემდეგ, რაც ინდუსტრიამ ავტომობილების ჰაერის დაბინძურების ტესტის შედეგები გააყალბა, ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, დიდი წნეხის ქვეშ მოექცა. მთავარი სტრატეგიული ინდუსტრიის რეპუტაცია რისკის ქვეშ დგას.

 


მანქანათმშენებლობის ინდუსტრია გერმანიის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა და 800,000 სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს.

 


ფირმები, როგორიცაა Opel და BMW, ძრავებს პროგრამულ უზრუნველყოფას განუახლებენ.

 


BBC-ს კორესპონდენტის თქმით, უფრო ძვირი გამოსავალი - დიზელის ძრავის მოდიფიცირება ახალი კომპონენტებით - ნაკლებად სავარაუდოა.

 


დაახლოებით 2 მილიონი ავტომობილის პროგრამული უზრუნველყოფის განახლება კომპანიას 300 მილიონი ევრო დაუჯდება. მიზანი არის ძველი მანქანების ევროპულ სტანდარტებზე მორგება და გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერების რაოდენობის შემცირება.

 

 

კომპანია უფრო დიდი წნეხის ქვეშ მოექცა, როდესაც შტუტგარდის სასამართლომ, გასულ კვირას, გადაწყვიტა დიზელზე მომუშავე ძველი ავტომობილებისთვის ქალაქში გადაადგილება აეკრძალა.

 

 

ეს ქალაქი არის მერსედესის და პორშეს სახლი, ამავდროულად გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილი.

 


BBC-ს ჟურნალისტმა ჯენი ჰილმა განაცხადა, რომ გერმანიის ბევრ ქალაქში ჰაერის დაბინძურება დასაშვებ ნორმებს სცილდება. ეს არის ავტომობილების ინდუსტრიის და გერმანელი პოლიტიკოსების მთავარი თავისტკივილი, რომელიც 24 სექტემბერს გასამართ არჩევნებამდე გაჩნდა.

 


როგორც BBC-ს კორესპონდენტი იუწყება, შიდაწვის ძრავებზე მომუშავე ავტომობილების გამოშვებას გერმანია ჯერჯერობით არ აპირებს.

 


საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო 2040 წლისთვის დიზელზე მომუშავე ავტომობილების აკრძალვას აპირებს.

 


თუმცა, ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტომობილებზე გადართვა უზარმაზარ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, რადგან დასამუხტი პუნქტების ყველგან აშენების საჭიროება დადგება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი