82 წლის ქალბატონს, თავისივე სახლის ზღურბლთან, ძაღლის ქამრით დახრჩობა დაუპირეს
03-08-2017, 06:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

82 წლის ქალბატონს თავისივე სახლის ზღურბლთან უცნობი ქალი „ბოროტულად და პროვოცირების გარეშე“ დაესხა თავს და ძაღლის ქამრით გაგუდვა დაუპირა.

 


კატრინ სმიტი სამხრეთ ლონდონში, ლიდჰარსტის გამზირზე სისხლით დაფარული იპოვეს.

 


როგორც პოლიცია იუწყება, დაზარალებულმა პირველად თავდამსხმელი მაშინ დაინახა, როცა იგი სტრიტჰემის ქუჩასთან ახლოს ძაღლს ასეირნებდა.

 


თავდამსხმელი - გამხდარი, თეთრი პირისახის ქალი, დაახლოებით 1,67 მეტრი სიმაღლის - უკან მიჰყვებოდა ქალბატონ კატრინ სმიტს და ელოდებოდა როდის მივიდოდა იგი სახლში.

 


პოლიციის განცხადებით, როდესაც ქალბატონი სახლში შევიდა, თავდამსხმელი განმეორებით სთხოვდა მას ფულს.

 


როგორც BBC იტყობინება, მოგვიანებით თავდამსხმელმა სთხოვა მის სმიტს შეეშვა იგი სახლში და ნება მიეცა საპირფარეშოთი ესარგებლა. როდესაც კატრინმა ნება არ დართო, თავდამსხმელმა ძალით შეაღო კარები, ქალბატონი სმიტი იატაკზე დააგდო, რა დროსაც დაზარალებულმა იატაკს თავი დაარტყა.

 

 

 


ოფიცრებმა განაცხადეს, რომ ქალბატონი თავდამსხმელს შეეწინააღმდეგა, რის დროსაც თავდამსხმელმა კატრინს ძაღლის ქამრით გაგუდვა დაუპირა.

 


საბოლოოდ, ეჭვმიტანილი უცნობი მიმართულებით გაიქცა.

 


მის სმიტი დახმარებას ითხოვდა, როდესაც იქვე მოსიარულემ გაიგო მისი ხმა და დასახმარებლად გაემართა. ქალბატონი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 


„სკოტლანდ იარდმა“ განაცხადა: „ეს იყო ბოროტული, პროვოცირების გარეშე განხორციელებული თავდასხმა დაუცველ, მოხუც ქალბატონზე თავისივე სახლის ზღურბლთან. ამ შემთხვევამ ქალბატონი ძალიან დამწუხრებული დატოვა.

 


„ჩვენ გვჯერა, რომ თავდამსხმელმა კატრინი შენიშნა პალას როუდის ბაღთან და უცნობი მიზეზით გადაწყვიტა გაჰყოლოდა მას სახლამდე და შემდეგ მხეცურად დასხმოდა თავს.“

 


პოლიციას არავინ დაუკავებია. გამოძიება გრძელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი