სან-ფრანცისკოს აეროპორტში მგზავრებით სავსე ოთხ თვითმფრინავთან Air Canada-ს „Airbus A320“-ის შეჯახებას წამები და მიწაზე დაშვებას 18 მეტრიღა აცილებდა
03-08-2017, 15:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ახლახან გამოქვეყნებული მონაცემები და ფოტოები აჩვენებს, თუ რა შოკისმომგვრელად დაბლა იმყოფებოდა Air Canada-ს თვითმფრინავი, როდესაც ის მაღლა აიწია რათა თავიდან აეცილებინა სან ფრანცისკოს საერთაშორისო აეროპორტში საფრენ ბილიკზე მომლოდინე თვითმფრინავებზე შეჯახება გასულ თვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

 


ეროვნული ტრანსპორტის უსაფრთხოების საბჭოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ეარ კანადას“ ავიალაინერის მფრინავები ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე შეცდომით ეშვებოდნენ იმ დროს, როცა იქ 4 ასაფრენად გამზადებული მგზავრებით სავსე თვითმფრინავი იდგა და „ეარ კანადას“ ავიალაინერს ხმელეთზე დაშვებამდე მხოლოდ 18 მეტრის სიმაღლე აცილებდა. მფრინავებმა მოახერხეს, რომ სხვა ბილიკზე დაშვების მიზნით მათი ავიალაინერი მაღლა აეტყორცნათ. ინციდენტი 7 ივლისს, გვიან ღამით მოხდა.

 


როგორც გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ არა საჰაერო მოძრაობის კონტროლიორთა დროული განგაში, ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი კატასტროფა გარდაუვალი იქნებოდა. გამომძიებლებმა აღნიშნეს, რომ მათ ინციდენტის სავარაუდო მიზეზი არ დაუდგენიათ.

 


ეროვნული ტრანსპორტის უსაფრთხოების საბჭოს გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ მაშინ როცა ტორონტოდან მომავალი „ეარ კანადა“-ს თვითმფრინავი შუაღამისას მიუახლოვდა ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს, ის უკვე ისეთ ზონაში იმყოფებოდა, რომ არ ჩანდა სარადარო სისტემაში, რომელსაც უნდა დაეცვა აფრენის ბილიკზე შეჯახებები.

 


ეს სისტემები არ არის იმაზე მორგებული, რომ შენიშნოს თვითმფრინავები, რომლებიც ეშვებიან საფრენ ბილიკზე ან იქედან ახორციელებენ აფრენას, მაგრამ ფედერალური ავიაცია მუშაობს სისტემის მოდიფიკაციაზე.

 


„Air Canada“-ს ავიალაინერის, „Airbus A320“-ის ორივე მფრინავი ძალიან გამოცდილი იყო. კაპიტანი, რომელიც მართავდა თვითმფრინავს, 20,000 საათზე მეტი ხნის განმავლობაში აქვს ნაფრენი, ხოლო მეორე მფრინავს დაახლოებით 10,000.

 


მფრინავებმა გამომძიებლებს უთხრეს, რომ „მათ არ ახსოვდათ დაინახეს თუ არა ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე თვითმფრინავი, მაგრამ მათთვის რაღაც არ ჩანდა მართებულად“, განაცხადა აშშ-ის ეროვნული ტრანსპორტის უსაფრთხოების საბჭომ.

 


გამომძიებლებს არ მოუსმენიათ თუ რა უთხრეს ერთმანეთს „ეარ კანადას“ კაპიტანმა და მისმა თანაშემწე მფრინავმა შეჩერებული დაშვებისას, რადგან მათი იმ მომენტის საუბარზე სხვა საუბრები გადაიწერა, როცა თვითმფრინავმა მეორე დილით, სან-ფრანცისკოდან მონრეალის მიმართულებით ახალი რეისი შეასრულა. ჩანაწერების შენახვა კი თვითმფრინავის ფრენის დროის ბოლო ორი საათის განმავლობაშია სავალდებულო, წერს Associated Press-ი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი