ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის ვიზების გაცემის პროცესს ამკაცრებს - ახალ ანკეტაში აპლიკანტმა მისი სოციალურ მედიასთან 5 წლის განმავლობაში შემხებლობის შესახებაც უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია
04-08-2017, 01:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტრამპის ადმინისტრაციამ ხუთშაბათს სავიზო საკითხთან დაკავშირებით ახალი რეგულაციის დაწესების შესახებ გაამჟღავნა ინფორმაცია, კერძოდ საუბარია აშშ-ის ვიზის ზოგიერთი აპლიკანტისთვის ახალი ანკეტის შემოღებაზე, რომელიც ავალდებულებს ვიზის მიმღებთ წარმოადგინონ სოციალურ მედიასთან მათი შემხებლობის და მართვის დეტალები, დეტალური ბიოგრაფიული და სამგზავრო ისტორია.

 


კითხვარი მაისში შემუშავდა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში პოტენციური ვიზიტორების გაკონტროლებას ემსახურება მიზნად და მასში ვიზის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ყველა წინა პასპორტის ნომრები, სოციალური მედიასთან მათი შემხებლობის 5-წლიანი ღირებულება, ელექტრონული წერილების მისამართები და ტელეფონის ნომრები და 15-წლიანი ბიოგრაფიული ინფორმაცია, მათ შორის მისამართები, სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაცია და მოგზაურობის ისტორია.

 


როგორც „როიტერსი“ წერს, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა უარი განაცხადეს იმ მონაცემების წარმოდგენაზე, თუ რამდენჯერ შეიძლება იყოს აღნიშნული ფორმა გამოყენებული ან რომელი ეროვნების მოქალაქეებს მოსთხოვეს ახალი ანკეტის შევსება მაისის შემდეგ და მხოლოდ ის დაადასტურეს, რომ წელიწადში ვიზის განაცხადის შემვსები 65,000 ადამიანის დამატებითი შემოწმება მოხდება.

 


წინასაარჩევნო კაპმანიის წარმართვისას დონალდ ტრამპმა აღთქმა დადო, რომ მოსპობდა არალეგალურ იმიგრაციას, ააშენებდა კედელს მექსიკის საზღარზე. პრეზიდენტად არჩევისა და თეთრ სახლში შესვლის შემდეგ, მან მალევე, 7 მუსულმანური ქვეყნის მოქალაქეების ამერიკაში შესვლა აკრძალა, ივნისში კი უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტის განკარგულების ძირითად პუნქტებს მხარი დაუჭირა და მოგზაურობის აკრძალვის შეზღუდული მასშტაბით ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო.

 


ოთხშაბათს, 2 აგვისტოს, ტრამპმა მხარდაჭერა გამოხატა კანონპროექტის მიმართ, რომელიც 10 წლის განმავლობაში 50%-ით შეამცირებს კანონიერ იმიგრაციას შეერთებულ შტატებში. კერძოდ, მან თქვა, რომ ამერიკაში იმ ემიგრანტების შეშვება მოხდება, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას, არიან კვალიფიციურები, გააჩნიათ საკუთარი თავის და თავიანთი ოჯახების ფინანსური უზრუნველყოფის შესაძლებლობა და შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ამერიკის ეკონომიკის განვითარებაში.

 


აშშ-ის ვიზის აპლიკაციის ახალი ფორმის სამიზნე რომელიმე ეროვნების და ქვეყნის მოქალაქე არ გახლავთ, წერს სააგენტო „როიტერსი“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი