პარლამენტის თავმჯდომარე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო
04-08-2017, 04:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო, მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

 

 

„საქართველოს პარლამენტის და ჩემი სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო.

 

 

ის იცავდა მსოფლიო და, პირველ რიგში, საქართველოს უსაფრთხოებას ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში - ავღანეთში.

 

 

მისმა ოჯახმა, ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და საქართველომ უდიდესი დანაკლისი განიცადა. ეს უმძიმესი ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ფასდაუდებელია სამშობლოსათვის თავდადებული თითოეული მოქალაქის სიცოცხლე.

 

 

ქედს ვიხრი მდინარი ბებიაშვილის ხსოვნის წინაშე და ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, თანამებრძოლებს, შეიარაღებულ ძალებს და მთელ ქვეყანას. საქართველოსათვის თავის გაწირვა ღირსეულთა ხვედრია და ჩვენი ქვეყანა არასოდეს დაივიწყებს ქართველ ჯარისკაცთა გმირულ თავდადებას.

 

 

სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების დაშავებულ სამ სამხედრო მოსამსახურეს: კაპიტან მიხეილ გვირჯიშვილს, უფროს ლეიტენანტ გიგა ხახუტაშვილს და კაპრალ გეგა ხარშილაძეს", აღნიშნულია ირაკლი კობახიძის წერილში, რომელსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი