ევროპის ნაწილში ტემპერატურა ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს, 44C-ს მიაღწევს
04-08-2017, 10:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპის ნაწილში ათწლეულის განმავლობაში ტემპერატურა ყველაზე მაღალ ნიშნულს, 44C-ს (111 F) მიაღწევს. რამდენიმე ქვეყანამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი განცხადებები გამოსცა.

 

 

 


როგორც BBC იუწყება, თაკარა მზისა და აუტანელი სიცხის გამო იტალიის ტყეებში ხანძრის კერები გაჩნდა, და ათეულობით ქალაქი ჯანდაცვის სამინისტროს მაქსიმალური ყურადღების ქვეშაა.

 

 

 


ცხელი ჰაერის მასებმა ზოგიერთი რეგიონი გვალვების საფრთხის წინაშე დააყენა.

 


43C-ია რომში

 


ევროპის იმ ნაწილებში, სადაც ტემპერატურამ პოტენციურად სახიფათო დონეებს მიაღწია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გაფრთხილებები გაკეთდა.

 


იტალიაში ახლა 10C-ით უფრო მაღალი ტემპერატურაა, ვიდრე ჩვეულებისამებრ ამ სეზონზე არის ხოლმე.

 


ოთხშაბათს სარდინიაში ტემპერატურამ 44C-ს მიაღწია. ხუთშაბათს რომში ტემპერატურა 43C იყო, ხოლო სიცილიაში 42C.

 

 


 


ტურისტები და ადგილობრივები სამხრეთ ევროპაში სიცხისაგან გაგრილებას საზოგადოებრივი შადრევნებისა და მზის ქოლგების მეშვეობით ახერხებენ.

 


მეტეოროლოგების ცნობით, მომავალ დღეებში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი ცენტრალურ ევროპასა და ბალკანეთზე.

 

 

 


ცხელი ჰაერის მასები სულ მცირე ორშაბათამდე შენარჩუნდება. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი განცხადებები 26 ევროპულ ქალაქშია გამოქვეყნებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი